“კულტურის სამინისტროში დანამატები 1509%-ით გაიზარდა”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია პრემიებისა და დანამატების შესახებ საუბრობს.

როგორც თორდიამ თოქ-შოუ “არჩევანში” აღნიშნა, ხელფასი, ფულადი ფორმით პრემია, შემცირდა 31 მილიონით, ხელფასი კი, ფულადი ფორმით დანამატი, გაიზარდა 45 მილიონით. მისივე თქმით, ეს ჩანაწერები ბიუჯეტშია მოცემული.

ლაშა თორდიას განცხადებით, არის სამინისტროები, სადაც დანამატები და პრემიები წინასწარ არის გაწერილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა საუბრისას ის წესები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც პრემიისა და დანამატის გაცემა რეგულირდება.

“არ შეიძლება, განისაზღვროს, რომ ადამიანი ღამის ცვლაში იმუშავებს ან დამატებით სამუშაოს შეასრულებს,” – განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისი განცხადებით, დანამატები წელს გაზრდილი არის: რეგიონალური განვითარებით სამინისტროში – 69%; იუსტიციის სამინისტროში – 206%; სასჯელაღსრულების სამინისტროში – 412%; კულტურის სამინისტროში – 1509%; დევნილთა სამინისტროში – 35%; ჯანდაცვის სამინისტროში კი – 270%.

Comments
Loading...