კურტანიძე ქუცნაშვილის დაპირისპირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს მოუწოდებს, საკუთარ თანაგუნდელებს მედიის საშუალებით ნუ ესაუბრება.

როგორც პლენარულ სხდომაზე კურტანიძემ განაცხადა, ქუცნაშვილმა გაზეთ „ალიას“ ინტერვიუ მისცა, სადაც ის თანაგუნდელებს აკრიტიკებს.

მისი თქმით, ის პრემიების აკრძალვაზე ქუცნაშვილის ინიციატივას ეთანხმება, რადგან ამ მხრივ, ბევრი საკითხი მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელია.

„ქუცნაშვილს შევახსენებ, რომ ერთი გუნდი ვართ და სამშობლოს გადასარჩენად ერთი გული დავდეთ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კომუნიკაციის გზით გუნდის შიგნით უნდა განიხილებოდეს და სააშკარაოდ მერე უნდა გამოვიტანოთ.

ბატონო ზაქარია, თქვენი ინტერვიუ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია გუნდის წევრების მიმართ. ჩვენი გუნდი სამშობლოს გადასარჩენად გაერთიანდა და არა ხელფასისა და სხვა პრივილეგიისთვის. ეს საკითხი შეიძლებოდა რამდენიმე წლის წინ გაგხსენებოდათ და არა – რამდენიმე თვით ადრე, არჩევნებმადე. ნუ ეძებთ უკეთესს, რადგან ამ გუნდმა მოგიყვანათ იქ, სადაც ხართ და მათზე უკეთესს ვერ იპოვით. ქართული ანდაზა მახსენდება – „დედის წინ მორბენალი კვიცი, მგელმა შეჭამაო“. გთხოვთ, თანამებრძოლებს გაუფრთხილდით და მათ ნუ დაუპირისპირდებით“, – აღნიშნა კურტანიძემ

Leave A Reply

Your email address will not be published.