კურტიზანების ეპოქა ევროპაში

ალექსანდრე დიუმას ეპოქაში ყველა ქალი კურტიზანობაზე(მდიდარი კაცების სიყვარულზე)–ოცნებობდა.ისინი მხატვრების,დრამატურგების და კომპოზიტორების მუზები ხდებოდნენ.კურტიზანები რომ არა,ბალზაკი,ზოლა,ბოდლერი და სხვები თავიანთ ნაწარმოებებს ვერ დაწერდნენ.საინტერესოა,რომ ყველა კურტიზანი დაბალი სოციალური წრიდან იყო.ისინი “პროფესიის” წყალობით მდიდრდებოდნენ და სიცოცხლის ბოლოს ფუფუნებაში ატარებდნენ.ზოგიერთი მათგანი სამეფო ოჯახის წევრებზეც კი თხოვდებოდა.ცნობილ კურტიზან ქალებს შორის ერთ–ერთი ალფონსინა პლესია,რომელიც მამამ ჩვილობაში ბოშებს მიჰყიდა.პარიზში მას მარი დიუპლესით იცნობდნენ.ულამაზეს ქალს უამრავი საყვარელი ჰყავდა.ამბობდნენ,რომ მდიდრულ კაბებსა და სამკაულებზე წელიწადში 100 000 ოქროს ფრანკს ხარჯავდა.იგი ჯერ ალექსანდრე დიუმა–შვილის საყვარელი,ხოლო შემდეგ ფერენც ლისტის მუზა გახდა.მოგვიანებით ქალი გრაფ ერეგოსს მისთხოვდა,მაგრამ 23 წლის ასკში ჭლექით გარდაიცვალა.კურტიზანი ქალის ცხოვრებას დიუმა–შვილმა რომანი “ქალი კამელიებით” მიუძღვნა,ხოლო მოგვიანებით ამავე პიესაზე ოპერა “ტრავიატა” დაიდგა.პარიზში ძირითადად უცხოელი კურტიზანები ცხოვრობდნენ.ერთ–ერთი იტალიელი ბარუჩი იყო.რომელიც მობეზრებულ ძვირფასეულობას ტოსკანის ტაძრის ღვითისმშობლის ქანდაკებას სწირავდა.

ინგლისელი კურტიზანი ქალის კორა პერლის სიმდიდრეზე ლეგენდები დაიდგა.სხვა ძვირფასეულობებს შორის 50 000 ფრანკად შეფასებული ბრილიანტის თვლებით გაწყობილი აბრეშუმის ქოშები იყო.კორა სასურველი მამაკაცის მოსაპოვებლად ქალებს დუელშიც კი იწვევდა.

უცხოელ კურტიზან ქალებს შორის ყველაზე მდიდდარი ებრაელი ტერეზა ლა პაივა იყო.სიღარიბეში გაზრდილი გოგონა მშობლებმა მკერავს მიათხოვეს,მაგრამ მას გამდიდრება სურდა და ათასგვარი ხრიკებით პორტუგალიელ მარკიზს მისთხოვდა.მოგვიანებით კი–პრუსის გრაფს,რომლის წლიური რენტაც 3 მილიონი ფრანკი იყო.

იტალიაში ყველაზე მეტი კურტიზანი ქალი რომსა და ვენეციაში ცხოვრობდა.1542 წელს მიღებული კანონით,კურტიზანებად მიიჩნეოდა ყველა გასათხოვარი და გათხოვილი ქალი,რომელსაც ორზე მეტი საყვარელი ჰყავდა.თუმცა არსებობდა მეძავეების ორი კატეგორია “პატიოსნები” და “მდაბიოები”.

“პატიოსნებს” მდიდარი საყვარლები მფარველობდნენ.მდიდრულ სახლებში ცხოვრობდნენ,კარგად ერკვეოდნენ ხელოვნებაში და საინტერესო მოსაუბრენი იყვნენ.”მდაბიოები”სამკურნალო დაწესებულებაში ცხოვრობდნენ და სახელმწიფოს გადასახადსაც კი უხდიდნენ.მათი გადასახადით პადოვას უნივერსიტეტი აშენდა,ჩაუტარდა რეკონსტრუქცია ტიბრზე ხიდს.

საფრანგეთში კურტიზანების ეპოქა მე–19 საუკუნეში დასრულდა.საფრანგეთსა და პრუსიას შორის გაჩაღებული ომის დროს მრავალი კურტიზანი ფრანგ ჯარისკაცებს ეხმარებოდა.მშვენიერმა ბლანშ დანტილამ საკუთარი სასახლე ჰოსპიტლად გადააკეთა,სადაც დაჭრილ მეომრებს მკურნალობდნენ.მადლიერი პაციენტები ქალს სურსათ–სანოვაგეს წლების განმავლობაში უგზავნიდნენ.

Comments
Loading...