კუჭავა ბოლოს მედიით ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა

ბიძინა კუჭავა ბოლოს მედიით ყოფილ პრემიერმინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან, გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა. შეხვედრაზე მას ივანიშვილთან ერთგვარი შეკამათებაც მოუვიდა.

რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებლის სახელს, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, რამდენიმე გახმაურებული საქმეც უკავშირდებოდეს. მისმა გვარმა რამდენიმე წლის წინ ცნობილ კრიმინალურ ისტორიაში გაიჟღერა. საუბარია უშიშროების გენერლის, ვახტანგ ნინუას, მკვლელობაზე. მაშინ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ კუჭავა დაასახელა, როგორც აზარტული თამაშების მოყვარული და მასთან დაკავშირებულ საეჭვო გარემოებებზეც მიუთითა. მოწმე, საკუთარ ჩვენებაში ამბობდა, რომ ბიძინა კუჭავას 50 ათასი დოლარი ჰქონდა წაგებული გოჩა მაღალთაძესთან, რომელიც კუჭავას არ გადაუხდია. ამის შემდეგ გოჩა მაღალთაძე მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იმავე იარაღით მოკლეს, რა იარაღითაც ნინუა და მისი მეუღლე.

ოთხი წლის წინ კი ბიძინა კუჭავას და გაუჩინარდა, ბინა კი სადაც ის შვილებთან ერთად ცხოვრობდა, როგორც მეზობლები ყვებიან, მისმა ძმამ გაყიდა და თანხაც თავად აიღო. ახალმა მეპატრონემ კი დღემდე ვერ გადაიფორმა ეს ბინა. ოჯახი კი, როგორც განაცხადეს, გამორიცხავს ბიძინა კუჭავას კავშირს მისი დის საქმესთან.

ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი კუჭავას გახმაურებულ საქმეებთან, გამოძიება ამ ეტაპზე არ საუბრობს.

წყარო . http://rustavi2.com/ka/news/36649

Comments
Loading...