კუჭავების ოჯახი არჩილ თალაკვაძეს სასამართლოში უჩივის

გამოძიებამ ბიძინა კუჭავას ადვოკატებს დღეს საქმის მასალები უნდა გადასცეს, რის შემდეგაც დაცვის მხარე სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს.

ისინი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანასაც გეგმავენ. კუჭავას ოჯახი მისგან პატივისა და ღირსების შელახვისთვის საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ადვოკატები ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულის, ირაკლი ფირცხალავასა და მთავარი პროკურორის მიერ კუჭავას ბრალეულობაზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურენ. დაცვის მხარე მათ მოუწოდებს გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან.

„ბატონ ირაკლი შოთაძეს მოვუწოდებ, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს,“- განაცხადა ადვოკატმა.

Comments
Loading...