კვირიკაშვილი: საგანმანათლებლო სისტემაში ძალიან სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო. კვირიკაშვილმა 4 პრიორიტეტი დაასახელა – სამუშაო ადგილების შექმნა, მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობა, რეგიონების განვითარება, განათლება. გიორგი კვირიკაშვილმა საგანმანათლებლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

“ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი რამდენიმე მიმართულებით, თუმცა 3 უმთავრეს მიმართულებას გამოვყოფ. უპირველეს ყოვლისა ეს არის პროფესიული განათლების განვითარება და პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლება ქვეყანაში. მეორე – ზოგადი განათლების რეფორმაა, რათა მაქსიმალურად ავწიოთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების ხარისხი, ხოლო მესამე ეს გახლავთ უმაღლესი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც დაეფუძნება დინამიურ კვლევას იმ მოთხოვნებისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ სხვა სპეციალობებში, რომ მაქსიმალურად სწორად იქნას დახარჯული სამთავრობო რესურსი, რომ არ ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს დღეს ხდება სამწუხაროდ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...