კვირიკაშვილის განმეორებითი თხოვნა ნარმანიას

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მერიის წარმომადგენლებისგან ქალაქში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ადმინისტრაციაში გაიმართა, თბილისში ახალი პროექტების განხორციელებასა და დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
“საუბარია დედაქალაქში სრულიად ახალი პროექტის დაწყებაზე, რომელიც ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული.
პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს პროექტების განხორციელების ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლის გამკაცრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

IPn.ge

Comments
Loading...