ლადო ბედუკაძე ქართველებს “მოძღვრავს”

” რიტორიკული კითხვა და ამავდროულად სახალისო ტერმინად ქცეული დღეს საქართველოში-გვეშველება რამე? გეკითხებით:
სანამ საქართველოში, თითოეული ჩვენთაგანის გულებში ამდენი სიძულვილია, ბოროტებაა, ბოღმაა, ურთეირთგაუტანლობაა , განა გვეშველება რამე?

სანამ ჩასაფრებულის პოზიციაში ვართ ერთმანეთის მიმართ – იქნებ, რაიმე შეეშალოს, გავაქილიკო, გადავუარო და ჭკუა ვასწავლოო, გვეშველება რამე?

სანამ ფარისევლობა ქცეულა საზოგადოების უმთავრეს ღირებულებად, ერთმანეთის დასანახად ვმორწმუნეობთ, ერთმანეთის დასანახად ვქველმოქმედებთ, განა გვეშველება რამე?

სანამ ენების აყოლით, ბაზრის ჭორიკნობის დონეზე დავკარგავთ და გავცივდებით ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის უღმერთოდ ცილსდავწამებთ, გვეშველება რამე?

და მთავარი, სანამ პური და სანახაობა ქცეულა ქვეყანაში გართობის საგნად და არა რამის შეცვლის,შეცდომების დანახვის და მათზე სწავლის, გვეშველება რამე? მე გპასუხობთ -არც არაფერი!
წელი დაიწყო და რატი, ნინია, გიგი და ვინ იცის, კიდევ ვინ იქნება შემდეგი, მხოლოდ მათ ლანძღვა გინებაში თუ მოვიოხებთ გულებს გვეშველება რამე?

განა, ვინმესთვის უცხოა მათი აზრები, მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება მართლმადიდებლური სარწმუნოების და უწმინდესის პერსონის მიმართ? აბა, რატომ ვაქცევთ ყურადღებას, რატომ ვიშლით ისედაც ძვირფასს ნერვებს, რატომ?

დამერწმუნეთ მათ, თავიანთი გამოხტომებით მიზანს უკვე მიაღწიეს. ფიქრობთ,ისინი მათი ლანძღვა -გინებით მოეშვებიან ამ საქმეს? არა, უფრო მეტი შემართებით , მეტი სიძულვილით გააკეთებენ ამას და ჩვენც უნებურად ხელს ვუმართავთ ამაში. იკითხავთ, იქნებ გვითხრათ, აბა რაა მათი წამალი.. იგნორი მეგობრებო, სრული იგნორი!

რიტორიკული კითხვით დავიწყე და დავამთავრებ, სანამ ურთიერთსიყვარულს არ ვისწავლით, მიტევებას, პატივისცემას, ოქროს შუალედს არ გამოვძებნით ურთიერთობებში , სანამ ჩემს და შენს, ჩვენი საერთო არ შეცვლის და კიდევ ბერვი სანამ… მანამდე არც არაფერი არ გვეშველება!”

Leave A Reply

Your email address will not be published.