ლადო კახაძე: ირმა ინაშვილი რკინის ქალამნებს ჩაიცვამს და სიმართლეს ისე მიაღწევს!

„დროს ერთადერთი მაკონტროლებელი ჰყავს და ეს არის მეხსიერება. ირმა თავის საქმის პროფესიონალი და სულმტკიცე ადამიანია”- განაცხადა ექიმმა ლადო კახაძემ „ობიექტივის” ეთერში. მან ინაშვილი ოთარაანთ ქვრივს შეადარა, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევით სიმართლისთვის იბრძოლებს.

„ირმამ ახალგაზრდა ასაკში დიდი გამოცდილება მიიღო. მე, როგორც ექიმს შემიძლია გითხრათ: ცარიელი ძვლები რომ იყოს სახსარში, ვერც ერთი მოძრაობა ვერ შესრულდება. სახსრები ვერ იმოძრავებს თუ მასში ბუფერული სუბსტანცია არ არის, რომელიც ორ ძვალ აცილებს ერთმანეთს, რათა არ გამოიწვიოს ტკივილი. ირმა არის ისეთი ვირტუალური სუბსტანცია, რომელსაც შეუძლია ჩადგეს მოპაექრეებში და საქმე გააკეთოს მათთან ერთად. ირმა არის ისეთი დიასახლისი, რომელსაც შეუძლია დიდებული დისციპლინა დაამყაროს ოჯახში. შემდეგ, მოსამზადებელი პროდუქტი ისე გამოიტანოს სამზარეულოდან, რომ ადვილად შესათვისებელი იქნეს სტუმრისთვის. სწორედ ასეთი დიასახლისი სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მე, ირმა ოთარაანთ ქვრივს შევადარე. იგი, რკინის ქალამანს ჩაიცვამს და ისე მიაღწევს სიმართლეს”- აღნიშნა „ღამის სტუდიის” ეთერში ლადო კახაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.