ლადო სადღობელაშვილი ავტობიოგრაფიას აქვეყნებს

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ავტობიოგრაფიას აქვეყნებს

ეხლა ვწერდი ე.წ “ფლაერისთვის” ჩემს მოკლე ავტობიოგრაფიას, ცოტა არ იყოს და მეც მომეწონა სიმართლე გითხრათ… )))) გიზიარებთ თქვენც )))
– ვლადიმერ( ლადო) სადღობელაშვილი დაიბადა თბილისში 1986 წლის 16 ივნისს. 2003 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახ.ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი,იმავე წელს ჩაირიცხა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 2008 წელს გაიარა გია მაისაშვილის „ლიდერთა სკოლის“ სრული კურსი,ამ დროისთვის ის არის საპატრიარქოსთან არსებული ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ეკონომიკის ფალუკტეტის მაგისტრანტი. 2007 წელს თ.ს.უ. დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა სკოლა-ლიცეუმში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად,2008 წელს კი სამსახური ს.ს.“საქართველოს ბანკის“ კორპორატიული მენეჯერის თანამდებობაზე გააგრძელა.
ლადო სადღობელაშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში 2006 წლიდან.მისი პირველი პოლიტიკური ნაბიჯები უკავშირდება ა/ო „თანასწორობის ინსტიტუტს“,იყო მონაწილე 2007 და 2009წლის საპროტესტო აქციების,2010 წელს თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად ეროვნულ მოტივებზე დააფუძნა ახალგაზრდული ა/ო „მამული,ენა,სარწმუნოება“ და შეუერთდა „წინააღმდეგობის მოძრაობას“,რომელიც თავის მხვრივ მოგეხსენებათ იყო ციხეებში წამებისა და ჯალათების მხილების აქტიური ორგანიზატორი.ასევე გახლდათ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების თანამონაწილე.
2011 წლის აგვისტოდან 2014 წლამდე იმყოფებოდა ემიგრაციაში. 2014 წლის აპრილში დაბრუნდა საქართველოში და თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ა/ო „თავისუფალი თაობა“. ამ მომენტისათვის ჩართულია უსახლკაროდ დარჩენილი და სოციალურად გაჭირვებული თანამოქალაქეების უფლებების დაცვით.
არის თანაავტორი რამოდენიმე კანონპროექტის და საკანნმდებლო წინადადებების. კერძოდ:
1.კანონპროექტი „უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ“(ინიცირებულია 2012 წლის მარტში)
2 .თანაავტორი საკანონმდებლო წინადადების“მინიმალური ხელფასის შესახებ“.
3.საკანონმდებლო წინადადება „უსახლკაროთა შესახებ“ (რომლის ინიცირებისთვისაც დღესაც გრძელდება ბრძოლა)
ჰყავს მეუღლე ნათია დიასამიძე მუსიკოსი,კომპოზიტორი და არის ორი მცირეწლოვანი შვილის მოსიყვარულე მამა.
ps გაეცანით ფოტო მასალას )))

1

2

3

4

5

6

7

Comments
Loading...