ლადო სადღობელაშვილი დავით ზურაბიშვილს: თქვენი პატარა გეგმა მინდა გაუმხილო ხალხს

ხუმრობის ხასიათზე დამდგარა “ჩოლოხა” ზურაბა. ეკაიფება ხელისუფლებას.
ბატონო ბიძინა წაიკითხეთ ამ ინდივიდის ეს ნაბოდვარი და იგრძნობთ თუ როგორ ეზიზღებით თქვენ და თქვენს მიერ მოყვანილი ხელისუფლება რესპუბლიკელთა ლიდერს. ეზიზღებით დიახ ეზიზღებით და არ მესმის რაღაში გჭირდებათ იმ ხალხთან ერთად ყოფნა რომლებსაც ეზიზღებით.
შენ კი კარგად მომისმინე ბატონო დავით ზურაბიშვილო!
– რომ დგახარ და ფეისბუქით ნაცებს და რუსთავი 2-ს ეკეკლუცები,თან ამერიკელებს უმტკიცებ რომ ვითომ დემოკრატი ხარ,თუ ესეთი მაგარი ბიჭი ხარ ადექი და გადი ოცნების კოალიციიდან, დატოვე ოცნების ნაჩუქარი საკრებულოს დეპუტატის მანდატი და ღიად განაცხადე რომ ოპოზიციაში ხართ, მაგრამ ამას ვერ იზამ რადგან ფულზე და თანამდებობაზე დახამებული ხართ მთელი პარტია შენის ხელმძღვანელობით.კარგია არა? ხელისუფლებაში იყო,ყველა პრივილეგიით სარგებლობდე და თან ხელისუფლების ოპოზიციაში იყო,პასუხისმგებლობას ირიდებდე და ა.შ.
თუ კაცობის რამე გაქვს და სინდისის 1 პროცენტი მაინც გაქვს,იმას ფიქრობ რასაც წერ ადექი და ცხოვრებაში ერთხელ მოიქეცი კაცურად და გადადი ოპოზიციაში. მაგრამ არ გადახვალ არაააა,არც შენ გადახვალ და არც ბერძენიშვილები,არც ხიდაშელი და არც სხვა რესპები,არ გადახვალთ რადგან მინისტრის კაბინეტები გიყვართ,პარლამენტარის სავარძელი გათბობთ და საკრებულოში საქმეებს კარგად აკვარახჭინებთ,სად წამსვლელები ხართ? ვის რაში ჭირდებით? ან სად გაქვთ წასასვლელი? არსად არავის უნდიხართ,რადგან კარგად იციან რაც ბრძანდებით.
ბოლოს თქვენი პატარა გეგმა მინდა გავუმხილო ხალხს.
– თურმე ერთი სული აქვთ ბერძენიშვილებს და ზურაბიშვილებს როგორმე არჩევნებამდე ოცნებასთან ერთად მივიდნენ,თურმე ვაჭრულად მსჯელობენ ბედოვლათები და კარგად ანგარიშობენ,ეხლა კოალიციიდან რომ გავიდეთ რესპები ერთადერთი ალასანია თუ მიგვიღებს და ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 10 კაცი გაიყვანოს ორმა პარტიამ ანუ რესპებს მაქსიმუმ 5 ადგილი შეხვდებათ,აი კოალიციაში დარჩენის შემთხვევაში მინიმუმ 30 პროცენტს მოვითხოვთ სიაში და მაჟორიტარებში და მინიმუმ 25-30 დეპუტატს გავიყვანთო,აი პარლამენტში რომ გავალთ დიდი შემადგენლობით მერე ავუყირავოთ ოცნებას ყველაფერიო.—-კარგი გეგმა დაგიწყვიათ პატივცემულებო,ვაჭრობაც კარგად გისწავლიათ,ღალატი კი დიდი ხანია ნასწავლი გაქვთ!!!!თუმცა რესპები ყველაზე დიდ შეცდომას იქ უშვებთ,რომ თქვენს მეტი ყველა დებილი გგონიატ და ფიქრობთ რომ თქვენს ჩანაფიქრს ვერავინ ხვდება.ერთი მაინც დამიჯერეთ—საკმაოდ ჭკვიანია ის კაცი,თქვენზე გამოცდილი და ბევრად ვაჟკაცი,ამიტომ ფრთხილად მოსახვევებში!!!! -მიმართავს “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დავით ზურაბიშვილს

Leave A Reply

Your email address will not be published.