“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ლადო სადღობელაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილის ქონებაზე და შემოსავლებზე განცხადებას ავცელებს
“ეს არის ჩემი რიგითი მოქალაქის პოზიცია!
– მე სულ არ მაინტერესებს ბნ დიმიტრი ქუმსიშვილს რამხელა ხელფასი აქვს, არ ვინტერესდები რამდენი მანქანა თუ დაცვის წევრი ემსახურება! სულ არ მაინტერესებს რამდენი ბინა, სახლი თუ მიწის ნაკვეთი აქსვ! მაგრამ ის რაც ამ დოკუმენტში ვნახე, როგორც მინიმუმ, ცივილურ ქვეყნებში შეიძლება იქცეს ამავე სახელმწიფო მოხელის გადაყენების მიზეზი!!!
პირველი ვიცე -პრემიერის, პრემიერის ფავორიტის, ბიძინა ივანიშვილის “საფიცარის”, ფინანსთა მინისტრის, ქუმსიშვილის ქონებრივი დეკლარაცია არის რეალური მიზეზი და მტკიცებულება, სახელმწიფოს არაადექვატური მოქმედება- სტრატეგია-მუშაობისა! სახელმწიფო ეკონომიკურ-ფინანსური გუნდის გაუაზრებელი განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის გაკეთებული საქმე და არამც და არამც მოსახლეობისთვის ანდა საქართველოსთვის!
აი თურმე რატომ ითხოვდა ბნ დიმიტრი ონლაინ კრედიტების გაუქმებას? აი თურმე რატომ საუბრობდა “გალარებაზე” ეკომომიკური გუნდი! იმიტომ რომ საკუთარ საფინანსო ორგანიზაციაზე ზრუნავდა!
როგორც დოკუმენტიდან ჩანს ბნი ქუმსიშვილი პრაქტიკულად არის მეწილე საფინანსო ორგანიზაცია “რიკო-კრედიტისა”. არაოფიციალური წყაროები იმაზეც საუბრობენ რომ რეალური მფლობელი ამ სამევახშეო კანტორისა სწორედაც რომ ქუმსიშვილია! მისი ყოველი ეკონომიკური თუ ფინანსური ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო კანცელარიიდან იყო განცხადებული ემსახურებოდა მისივე „თამასუქის“ ზრდას! მისი ქონებრივი დეკლარაცია ადასტურებს, რომ ვიცე-პრემირი გვყავს მევახშეების მევახშე! მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ხალხზე ფულს აპროცენტებს.
მეგობრებო ეს არის მსოფლიო დონის სკანდალი! პლანეტაზე არ არსებობს ქვეყანა სადაც ასე ურცხვად და თავხედურად ისე რომ არც კი სცხვენია და ამაში არაფერს განსაკუთრებულს არ ხედავს სახელმწიფო მოხელე თავისივე ქვეყნის მოქალაქეებზე აპროცენტებდეს ფულს და ამით სარგებელს ნახულობდეს!
არავითარი მორალი, არავითარი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა საკუთარი ერის და ხალხის მიმართ! რელიგიურ ჭრილში თუ განვიხილავთ ხო საერთოდ …
– ხელისუფლება ვალდებულია დაემშვიდობოს ქუმსიშვილს, მოიკვეთოს ეს მართლაც რომ განგრენა… რამე თუ სწორედაც რომ ბნ ქუმსიშვილი და მისი გუნდის წევრები არის საფრთხე მომდევნო ანალოგიური მეტასტაზებისა, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია!!!” -წერს სადღობელაშვილი