ლადო სადღობელაშვილი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ჯოჯოხეთში ბნ პაატა

“რატოა ასეთი აჟიოტაჟი ამტყდარი ბურჭულაძეს პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით ვერ ვხდები?!
ადამიანი თავის დღე და მოსწრება კარგის მეტს არაფერს აკთებდა – გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ეკლესიებს აგებდა, უსახლკაროებსა და მრავალშვილიანებს საცხოვრებელით უზრუნველყოფდა, საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე ასახელა, უამრავ დადებით საქმეს აკეთებდა, ხო და ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის საქმეში! ასთი ფობიები რამ გამოიწვია ვერ ვხდები!? მოდის კეთილი საქმით და იმედია ასე გააგრძელებს…
სააკაშვილს, ნაცხროვას, გირჩებს წიწვებს და ქინძებს ხომ ბევრად ჯობია? თუ იმათ აქვთ პოლიტიკაში არსებობის უფლება ამ კაცმა აპრიორი რა დააშავა რომ ასე ემიჯნება ყველა? ნუ ხო ვანო მაჭავარიანი – მესმის… თუმცა გაგებით ვეკიდები, არაერთი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ ანალოგიური სხვა პოლიტიკურ ბლოკებთან თუ კოალიციებთან მიმართებაშიდაც.
მოკლედ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ჯოჯოხეთში ბნ პაატა, გულწრფელად გისურვებთ წარმატებას.”

წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ლადო სადღობელაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.