ლადო სადღობელაშვილი ხიდაშელს – “თინა ძალო” აბა ერთი გაგვეცი კითხვაზე პასუხი

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს

“SOS SOS SOS
„სამხედრო განათლების კვირეულის“ ფარგლებში დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას პანკისის ხეობის მცხოვრები მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ესტუმრებიან.17 თებერვალი 2016.
———- “თინა ძალო” აბა ერთი გაგვეცი კითხვაზე პასუხი რატომ მაინც და მაინც პანკისის ხეობის და არა მაგალითად აჭარის, გურიის ან სხვა რომელიმე კუთხისა თუ რაიონის მაცხოვრებლები? ოღონდ ზღაპრები არ გვჭირდება სიმართლე თქვი! ის სიმართლე რაც დაგავალეს და რასაც პირნათლად ასრულებ!
როგორც დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი ყველა სხვა უბედურებასთან ერთად თურმე ამ ქალბატონს დავალებული აქვს ლეგალურად გადაამზადოსა და მოამზადოს სირიის საომარი მოქმედებებისთვის საქართველოს მუსულმანი მოქალაქეები. ჩვენ ყველამ ვიცით რომ თურქეთში გადამზადებას გადიოდნენ პანკისის ხეობის მცხოვრები რამოდენიმე ათეული მებრძოლი, თუმცა როგორც აღმოჩნდა დრო არ ითბენს და საჭიროა მოძმე სახელმწიფოს დავალებით ანალოგიური გადამზადების ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზეც ჩამოყალიბდეს რათა ჩვენი თანამოქალაქეები ჩართული იყვნენ სირიის სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამიტომ ქბ თინას უშუალო დავალებით სამხედრო დანაყოფების ტერიტორიაზე სასწრაფო ხერხით იქმნება მუსულმანთა სამლოცველოები და მაქსიმალური რესურსია გამოყენებული იმისათვის რომ რამენაერად მიიზიდონ და ჩართონ საქართველოს მუსულმანი მოქალაქეები სამხედრო ცხოვრებაში.
ჩემი ინფორმაციით დღეს უკვე ჩამოყალიბებულია და სპეციალური სამხედრო მომზადება აქვს გავლილი ე.წ. ქართველ მისულმანთა ოცეულს რომელიც სრულ მზადყოფნაშია იმისათვის რომ ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. სამწუხაროდ ეს რაოდენობა არ კმარა იქიდან გამომდინარე რომ გამოყოფილია სოლიდური ფულადი რესურსი რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია და პრაქტიკულად ადამიანთა მოზიდვითაა და ჩართულობითაა მოტივირებული.
მე ვთხოვ ბნ პრემიერს დაინტერესდეს არსებული საკითხით რამეთუ მეტად ცუდ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ სამომავლოდ, მაგალითად არ გავხდეთ ამა თუ იმ მხარის ტერორისტული აქტების სამიზნე!”

12742687_1120339571344638_8536928141871090119_n

Comments
Loading...