ლადო სადღობელაშვილი: მეტისმეტად ბინძურ და სახიფათო ხერხით თამაშობენ რესპუბლიკელები

“მეტისმეტად ბინძურ და სახიფათო ხერხით თამაშობენ რესპუბლიკელები. ერთი ხელით საპარლამენტოს, ხოლო მეორეთი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე თვალსაჩინო კონკურენტებს ამარცხებენ, თან ხაზს ვუსვავ ბინძური მეთოდებით.
მოკლედ საქმე ესეა – მოგეხსენებათ ელისაშვილი (როგორც პრეზიდენტის ფავორიტი) მარგველასვილთან შეუთანხმებლად არ იმოქმედებდა, თავის მხრივ მარგველაშვილი კი უშიშროების საბჭოს მდივანს- რესპუბლიკელსა და ხიდაშელ-უსუფაშვილების ბიზნეს პარტნიორ იმერლიშვილს უთანხმებს “ელისო”შვილის მოქმედებებს. სწორედ ამ სქემით რესპუბლიკური პარტიის “პალაჟენია” დამყარდა პარლამენტში საბოლოოდ, ყოველშემთხვევაში პრესპექტივაში მაინც. ქბ მანანა და ეკა ორი გამოკვეთილი სპიკერი და ლიდერია არსებულ პარლამენტში. მითუფრო ბნ მარგველაშვილსა და რესპუბლიკელებს ხომ ფარული ხელით თვით ნაცებიც, მათი ზონდერ ჟურნალისტები და სატელიტი პარტიები ეხმარებიან.
ეხლა კი რაც შეეხება ღარიბაშვილითან ბრძოლის მეთოდს – რა ხერხით არ მიუდგა ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული დაბოღმილი ქბ თინა ბნ ბიძინას(თურმე რჩევისთვისაც კი ურეკავდა) მაგრამ მაინც ვერა და ვერ დაარწმუნა იმაში რომ ღარიბაშვილს სჯობდა, თუმცა NDI-ს კვლევამ (ამერიკის სურვილმა და რამოდენიმე თვის წინ აშშ-ში ჩასულმა უსუფაშვილმა) და იქვე “ინტელექტუალთა” რჩევებმა თითქოს კოალიცია „ახალ სისხლს“ საჭიროებდა ღარიბაშვილი აიძულა მომგებიან პოზიციაში, გამარჯვებული შიდა და საგარეო ასპარეზზე გადამდგარიყო.
აი დააკვირდით ლევან ბერძენიშვილის განცხადებებს, მის კეკლუცობასა და „გამონათებას“, სავარაუდოდ ჯერი მასზეა – განათლების სამინისტროს ჩაბაარებენ. თქვენ ის თუ იცით რომ იმ ფონზე როდესაც საქართველოს რეგიონებში ქართული ოცნების ოფისები პრაქტიკულად არ არსებობენ, რესპუბლიკელები ოფისს ოფისზე ხსნიან, არც მათ მიუღწეველ მიღწევებზე და არც მათ კორუფციულ გარიგებებზე არ ითქმის და არ იწერება არსად. თითქოს ყველა გაზეთი გინდა, ტელევიზია, საელჩო, სამინისტრო თუ პოლიტელიტა ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა – რამენაერად რესპუბლიკელები 100% თუ არა 80%-ით მაინც მოიყვანონ ხელისუფლებაში!
მოკლედ მომილოცნია, წინ ხომ არჩევნები გველის…
PS რას უნდა ველოდოთ მეგობრებო სამომავლოდ თუ არა კოალიციის „გამორესპუბლიკელობას“. მათ ხომ ტექნიკურად კალაძეც კი მოტეხეს პოლიტიკიდან, მჯერა დადგება დღე ივანიშვილსაც შეუტრიალდებიან – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, აგერ მე და აგერ თქვენ.”

– აცხადებს “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.