ლადო სადღობელაშვილი – მინდა მოსახლეობას გავახსენო თუ ვინ არის ირაკლი ვაჭარაძე

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელ, ირაკლი ვაჭარაძის განცხადებას პასუხობს
ვაჭარაძის თქმით ილია მეორე არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელიც ქრისტეს სახელით გვძარცვავს

“აგერ უკვე 3 წელზე მეტია ვუყურებთ ვუსმენთ და ვკითხულობთ ამ მუტანტის და მისი სულიერი ძმებისა და დების აგრესიულ და შეურაცმყოფელ განცხადებებს ჩვენს სულიერ მამის მიმართ!
მე არ დავიწყებ საუბარს იმაზე თუ ვინ არის ირაკლი ვაჭარაძე უბრალოდ მინდა მოსახლეობას გავახსენო რომ ეს პიროვნება ვაჭარაძე 2005 წლიდან გახლავთ კუდ-ის აგენტი. ვაჭარაძე კუდის მიერ არაერთხელ გამოყენებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეების დასაშანტაჟებლად (ალბათ ხვდებით რა მეთოდით). მე შეგახსენებთ რომ იმ კასეტებში რომელიც აღმოჩენილი იქნა არაერთხელ ფიგურირებს ვაჭარაძე, რომელიც ბევრ კადრებშია დაფიქსირებული. მას იყენებდნენ ციხეებში პატიმრების გასაფუჭებლად. ეს პიროვნება დღეს იმყოფება პატრიარქის დაუძინებელი მტრის ბოკერიას დაქვემდებარებაში და სწორედ მისი ბრძანების საფუძველზე იგესლება და შეურაცყოფას აყენებს საქართველოს 90% მოქალაქეებს და ლახავს ჩვენს უფლებებს!
პირველი – მოვითხოვთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროოს კასრებში აღმოჩენილი კასეტები და იქ ფიგურანტი ე.წ.”საზოგადო მოღვაწეები” და “უფლებადამცველები” რათა მთელმა საქართველომ დაინახოს ნამდვილი სახე იმ პირებისა,რომლებიც თავად იყვნენ ძალადობის შემოქმედნი და დღესაც აგრძელებენ იგივე საქმიანობას და მეორე აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ დამთავრედეს ეს აგრესიული კამპანია ჩვენი რწმენისა და სულიერი წინამძღოლის მიმართ! ირაკლი ვაჭარაძე უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, საქვეყნოდ – მკაცრად!!!”
-წერს სადღობელაშვილი

Comments
Loading...