ლადო სადღობელაშვილი – მინდა ვურჩიო სახელისუფლებო გუნდს

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სახელისუფლებო გუნდს მიმართავს:

“ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქზე დღეს დღეობით გაცილებით უფრო მეტი მიმდევარი, მომწონებელი, დამკომენტარებელი და გამზიარებელი ჰყავს ვიდრე მაშინ სანამ პრემიერი იყო. მიზეზზე ვფიქრობდი და ორი ვარიანტია – ან მოენატრა ხალხს ან წასვლის მერე გაცილებით დაფასდა!
მე ერთი შემიძლია გითხრათ არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში ( ცოცხლებიდან) ისეთი ვინც ორი წლის მმართველობის პერიოდში ასეთი დადებითად მკვეთრი და რადიკალური სხვაობა ანახა წარსულსა და რეალურთან. ბერში და ერში ამდენი დადებითი და მეგობრული მუხტი. ეგ კი არა კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებშიდაც მას დადებითად იხსენებენ!
მე დარწმუნებული ვარ ხანმოკლე პაუზის შემდეგ ის ისევ მოვა განსხვავებულ ამპლუაში და სულ არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობას დაიჭერს ერთია ცხადი რასაც არ უნდა წარმოადგენდეს იქნება იმ თანამდებობის ინსტიტუციონალისტი, ისევე როგორც პრემიერის შემთხვევაში.
რაც შეეხება კოალიციას მინდა ვურჩიო სახელისუფლებო გუნდს – დროზე გაიაზრეთ რომ თქვენი პოლიტიკური ლიდერი კვირიკაშვილია და რაც შეიძლება მალე გადაერთეთ ახალ რეალობაში. არჩენებია კარზე მომდგარი 5 თვეში ოფიციალური საარჩევნო კამპანია იწყება თქვენ კი პარტიის ლიდერზე და იდეოლოგიაზე ვერ ჩამოყალიბებულხართ. რეგიონებში არ არსებობს კოალიციის ოფისები და არც სტრუქტურა არ არის დალაგებული. იჩქარეთ – მე პირადად ნამდვილად არ ვისურვებდი წარსულში 2012 წლამდე დაბრუნებას და არც ისეთი მომავალი მინდა 10 ს ნაცვლად 20 რესპუბლიკელი დეპუტატი და 4 რესპუბლიკელი მინისტრის ნაცვლად 10…
ps დარწმუნებული ვარ ბევრს გაუხარდა განსაკუთრებით არაეროვნულ ძალებს თუმცა მინდა დაგამწუხროთ თქვენი სიხარული წამიერია…”

Leave A Reply

Your email address will not be published.