ლადო სადღობელაშვილი – ნაციონალები სულ დაშლილან და არ ახმაურებენ ამ ფაქტს!

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ბოლო დროს უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ ნაც-მოძრაობის წარმომადგენლების ე.წ “ფარულ ჩანაწერებს” ეხმაურება

“მოკლედ ნაციონალები სულ დაშლილან და არ ახმაურებენ ამ ფაქტს! ბოლო ორი ჩანაწერის მოსმენით კიდევ მეტად დავრწმუნდი რომ ნაცმოძრაობა აღარ არსებობს! ჯერ “გირჩი” ეხლა კი უკვე გაბაშვილი, უგულავა, თარგამაძე, ბოკერიას ოთხეული გამოეყოფა ნაცმოძრაობას და დარჩებიან პარტიაში “მწირე” ნაცმნარჩენები! ჯერ კიდევ როდის ვიძახდი რომ მათ გუნდში კერძოდ ვაშაძესა და ბოკერიას შორის სერიოზული უთანხმოებაა… ისე ამიხდეს ყველა ჩემი სიტყვა და პროგნოზი როგორც ეს ამიხდა. მომილოცავს მეგობრებო ნაციონალური მოძრაობა მინიმუმ სამ მამრავლადაა დაშლილი! განსაკუთრებით მომეწონა გოკა გაბაშვილის ფრაზა რომელიც ვაშაძე-მელიას ახალგაზრდული ფლანგის მიმართ იყო ნათქვამი, ვციტირებ “ნუ ამას ჰყავს რაღაც ჯგუფი მალადნიაკური, მაგრამ გამო@@@ ბავშვები არიან, კამსამოლი”… აი ჩემო ახალგაზრდებო ასეთი მოპყრობაა თქვენდამი და ასე მოგიხსენიებენ თქვენი ლიდერები პირად საუბრებში! გიღირთ “მეგობრებო” ისეთ ბინძურ ადამიანებთან ყოფნა რომლებიც გიყენებენ და ზურგს უკან გაგინებენ?! გაეცალეთ მაგ ბინძურებს ნუ ჩაყვებით პოლიტიკურ სამარეში! გონს მოეგეთ!”

Comments
Loading...