ლადო სადღობელაშვილი – “SOS SOS SOS-ოს!!! ნეპოტიზმი! ნეპოტიზმი სუფევს…”

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის უწყებაზე წერს:

“SOS SOS SOS-ოს!!!
ნეპოტიზმი! ნეპოტიზმი სუფევს – ყარს სოსო გოგაშვილის უწყება დამპალი ფარშის სუნით!
მინდა წარმოგიდგინოთ სოსო გოგაშვილის 2014 და 2015 წლის დეკლარაციები რომელიც მან შეავსო მაშინ როდესაც დაინიშნა გენინსპექციის ხელმძღვანელად ხოლო მეორე დეკლარაცია შევსებულია მას შემდეგ რაც დაინიშნა შსს-ს მინისტრის მოადგილედ. (ამ დეკლარაციებს რომ გაეცნობით ხომ წარმოგიდგენიათ როგორი გაზულუქებული იქნება 2016 წლის აპრილში შევსებული დეკლარაცია მას შემდეგ რაც ამ პიროვნებას სუს-ი ჩააბარეს ). მინდა უფრო თვალსაჩინო გავხადო რას ნიშნავს “კაცი” და ოჯახის პატრონი როდესაც თანამდებობაზე ინიშნება და როგორ ეხმარება ეს პიროვნება თავის მეუღლესა და ქალიშვილს კარიერულ წინსვლაში. აქვე ისიც მინდა გითხრათ რომ მითი იმასთან დაკვშირებით რომ სოსო გოგაშვილმა თავის ქალიშვილი დაკავებული პოზიციიდან მოხსნა არის ტყუილი, უფრო სწორედ ჯერ მოხსნა ხოლო მას შემდეგ რაც შსს-ში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა მისი ქალიშვილი გენინსპექციაში დააბრუნეს უფრო მაღალ თანამდებობაზე (შესაბამისად უფრო მაღალი ანაზღაურებით) და ეს ყველაფერი იმ ფონზე როდესაც საქართველოს მოსახლეობა შიმშილით კვდება! და ღირსეულ საზოგადოებას სამსახური ვერ უპოვია! მე პირადად არავითარი პირადი პრეტენზია არ მაქვა არც სოსო გოგაშვილის მეუღლის მიმართ და არც მისი ქალიშვილის მიმართ უბრალოდ ვეკითხები საზოგადოებას – ნუთუ ამ ქვეყნად არ მოიძებნა სტუდენტ გოგონაზე პროფესიონალი თანამშრომელი გენინსპექციისთვის ხოლო ნავთობისა და გაზის კორპორაციაში პროფესიონალიზმის ისეთი დეფიციტი იყო რომ მაინც და მაინც სოსო გოგაშვილის მეუღლე უნდა დაწინაურებულიყო პარალელურად მეუღლისა!?
აი მეგობრებო ესეთ ნეპოტიზმებს რომ აქვს ადგილი იმიტომაც ვართ კარგად!
PS ვიცი ჩემს ფეისბუქ ფრედებში ბევრია გოგაშვილის ხელისბიჭი ნომრიანი აგენტი ხო და ხვალ დილით ამ და წინა პოსტის სქრინები დახვდება და ერთი თხოვნაც მექნება გადაეცით რომ ეს ყველაფერი რაც ამ სოციალურ ქსელში ხდება არის ჟურნალი! იმაზე იდარდეთ და იმ მძაფრსიუჟეტიან ფილმზე რომელიც მომავალი კვირის დასაწყისიდან შეიძლება ამ კვირის ბოლოდანაც კი იხილოთ!” -წერს სადღობელაშვილი

Comments
Loading...