ლადო სადღობელაშვილი – SOS SOS SOS

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს

“SOS SOS SOS
პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი – აი ასე იწყება თსუ.ს რექტორთა სია და სრულდება ამორალური პიროვნების სახელით : გიორგი ხუბუა , ალექსანდრე კვიტაშვილი და ბოლოს მანკიერების გვირგინით- ვლადიმერ პაპავა.
ძნელი მისახვედრა არ არის ჩემი ასეთი პათოსი რამ გამოიწვია, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა და განსაკუთრებით მათი , ვინც საკუთარი შვილები განათლების მისაღებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიაბარა.იქ კი რა ხვდებათ? „ლგბტ მე4 კონფერენცია“ , არამგონია სტუდენტების უმრავლესობა და მათი მშობლები ამ ფაქტის მომხრენი ყოფილიყვნენ, რაც უნივერსიტეტის რექტორმა სრულიად უგულებელყო. თუ ამ გადაწყვეტილების მომხრეები არგუმენტად იმას მოიყვანენ, რომ უნივერსიტეტი ღიაა ყველასათვის, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ „ინდენტობისა“ და მსგავსი ორგანიზაციებისთვისაა ღია, მხოლოდ მათ უკრავენ კვერს და უთმობენ დროს . აი ,მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის შესახებ გვინდოდა სტუდენტობისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია , თუ რას წარმოვადგენთ , უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მივმართეთ დასახმარებლად,რომ ელემენტარული აუდიტორია გამოეყოთ ,მათ კი ცივი უარი განგვიცხადეს.ეს იმიტომ რომ , თსუ-ს ამჟამინდელი მმართველობისათვის მიუღებელია ყველაფერი ეროვნული ,სამაგიეროდ პრიორიტიტებულია ის, რაც სექსუალური უმცირესობების საკითხების პროპაგანდას ემსახურება. კითხვა მიჩნდება, განათლების სამინისტრო ჩართული იყო თუარა ამ საკითხში და იცოდა თუარა თავის დაქვემდებარებაში მყოფ უნივერსიტეტში რა სახის კონფერენცია იმართება, ვერც განათლების მინისტრი და ვერც თსუ.ს რექტორი ვერ განმარტავს თუ რა კავშირშია ერთამანეთთან ლგბტ კონფერენცია და უმაღლესი განათლება.
ჩემთვის თბილისის სახელნწიფო უნივერსიტეტი პირველყოვლისა ასოცირდება ისეთ ბუმბერაზ პიროვნებებთან და მეცნიერებთან როგორებიც არიან :ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. საზოგადოების სირცხვილია, რომ მავანს ვაძლევთ საშუალებას წაბილწოს ის იდეოლოგია, რომელსაც ეს ადამიები ასე გულმოდგინედ ემსახურებოდნენ,იდეას რომელსაც თავისი სიცოცხლე და მოღვაწეობა შეალიეს, დღეს კი მათ აშენებულზე პაპავა და მისნაირები დაპარპაშობენ , მათ კვალს შლიან და გზას უხსნიან ყველაფერ არაეროვნულს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის იყო და იმედია,რომ მომავალშიც დარჩება წმინდა ადგილად,სადაც ფეხს ვერ მოიკიდებს ვერაფერი არაეროვნული და განათლების სისტემისათვის შეუსაბამო . არ შედგება ისეთი კომბინაციები ,როგორიცაა ჯავახიშვილიდან-პაპავამდე! ზნეობიდან- უზნეობამდე! მეცნიერებიდან ლგბტ-მდე!
ჯავახიშვილი ჯავახიშვილად დარჩება, ხოლო ზნეობა-ზნეობად, რომელსაც მსგავსი კონფერენციები ვერ შეცვლიან .
– ”თავუსუფალი თაობის” პოზიცია ასეთია!!! ან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება უზნეობის პროპაგანდა თსუ-ში ან დასრულდება ლადო პაპავა და მიყვება თამარ სანიკიძე!”
-წერს ლადო სადღობელაშვილი

12734012_1124160627629199_7520455725988823400_n

Comments
Loading...