ლაგოდეხში ხანდაზმულმა ქალბატონმა ცივი იარაღით ყელი გამოიჭრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში 80 წლამდე ქალბატონმა ცივი იარაღით ყელი გამოიჭრა.
სოფელში გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ხანდაზმული ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია.
როგორც knews.ge– ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.