ლალი მოროშკინა ეხმაურება პატრიარქის სურვილს შეიწყალოს პატიმრები

ლალი მოროშკინა პატიმართა შეწყალების პატრიარქისთვის გადაცემის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„არასოდეს არ მომწონდა ქალები კაცების “ტუფლებში”, დაკაცები ქალების “წკაპუნიებით”….
ასეთებმა ვერ გაიგეს რა თქვა პატრიარქმა…
ასეთებს არ ესმისთ რატომ გადაეცა გულის ჯვარი ზუსტადაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს…
ასეთები ვერ გაიგებენ რა ტიტანური შრომა გასწია კახა კახიშვილმა, რომ 80 პატიმარს რუსთაველის თეატრში, 7 პატიმარი ქალბატონის ნათამაშევი სპექტაკლი ენახა….
ასეთებს არ ძალუძთ იმ სიყვარულის აღქმა რასაც სცენაზე და დარბაზში პატიმრებსა და მონატრებულ ოჯახის წევრებს შორის გასუსულ-გააცრემლებული სიყვარული ჰქვია…
და მითუმეტეს ვერ გაიგებენ რას ნიშნავს , რომ 80 სისხლის სამართლის დამნაშავე თვალცრემლიანი უყურებს სცენას და ტაშს უკრავს ხელოვნებას!!!!
თქვენ ფეხსაცმელებიც კი გერევათ ბატონებო და ქალბატონებო არათუ აზრი“
! – წერს მოროშკინა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

Comments
Loading...