ლალი მოროშკინა: მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაგვესაჯა, მოსახლეობა სწორედ ამას ელოდებოდა!


ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს” დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ზუგდიდის სამალავში აღმოჩენილი ფრული ვიდეო ჩანაწერების შესახებ საუბრობს. მოროშკინას განცხადებით, ხელისუფლებამ ერთ-ერთი შეცდომა რაც დაუშვა, არის ის, რომ ადამიანთა შეურაცხყოფისა და წამების შემოქმედნი, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები სათანადოდ არ დასაჯა.

„პროცესის უმართაობაზე საუბარი დაგვიანებულია. როცა ეს კადრები პირადად ვნახე, მქონდა განცდა – რატომ მხოლოდ ჩვენ? დანარჩენ საზოგადოებასაც აქვს ამ ყველაფრის ნახვის უფლება, რომ ჩვენ შევძლოთ კრიზისიდან ღირსეულად გამოსვლა. ევროპელი მეგობრებისთვის უნდა გაგვეგებინებინა, რომ ეს არის ქვეყნის ღირსების საქმე. უნდა დაგვესაჯა ამ დანაშაულის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. მოსახლეობა სწორედ ამას ელოდებოდა.” – განაცხადა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „2030.”

Comments
Loading...