ლალი მოროშკინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

„SOS!!! მივმართავ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს!

სპეციფიკური გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოში უნდა გატარდეს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები!

1.რეიდები მანქანების და ფიზიკური პირების ჩხრეკით;
2.სააკაშვილის მიერ 100 -მდე ამნისტირებულ პირზე, რომლებსაც სასჯელი განსაკუთრებულ სისასტიკეზე უნდა მოეხადათ – დაწესდეს მონიტორინგი!
3.მოხდეს ყველა მიტოვებულ (სახლები, ნაკვეთები) პერიმეტრზე მონიტორინგი, განსაკუთრებით მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში;
4.გამოცხადდეს პრევენციული პერიოდი პანკისსა და სხვა მრავალეთნიკურ ადგილებში.
5.ახლა მაინც ჩამოყალიბდეს კრიზისული საბჭო, რომელიც უხელმძღვანელებს პროცესებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოც აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ!
6.მკაცრად გაკონტროლდეს სოცქსელები, ბელგიის მაგალითზე – არანაირი „ფეიკები” და ანონიმები!
7.დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც აღვივებს რელიგიურ შუღლს და ახდენს საზოგადოების პროვოცირებას!
8. და კიდევ! ისახება საშიში ტენდენცია „კუდიანებზე ნადირობის” და ყალბი „მტრის ხატის” შექმნის დესტრუქციული ელემენტებისგან, ამიტომ გვმართებს, არ მივცეთ მათ საშუალება, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ
…”

Leave A Reply

Your email address will not be published.