ლალი მოროშკინა: წუხელ საძინებელშიც მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი

„პატრიოტთა ალიანსის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

„წუხელ საძინებელშიც მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი..
“აქამდინა და აქამდინა” წაყრონჭილმა
ჯერ ფლაერები მივეცი…
მერე პარტიის პროგრამა გავაცანი
მერე ასფალტს და სახურავს დავპირდი…
მერე მხოლოდ მისი შორსმიმავალი ქუსლები დავინახე…
მორალი:მარტო ფლაერი უნდა მიმეცა“, – წერს მოროშკინა.

Comments
Loading...