ლამის ტყვიამფრქვევებით დაიწყონ ბრძოლა, სიების დაკომპლექტების გამო” – გიგლა ბარამიძე

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით “ქართულ ოცნებაში” საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე დაპირისპირებაა. ბარამიძის ინფორმაციით პარტიის წევები, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ეძებენ, თუმცა ბარამიძის თქმით ყოფილი პრემიერი უმრავლესობის წევრებს არ იღებს. “ლამის ტყვიამფრქვევებით დაიწყონ ბრძოლა, სიების დაკომპლექტების გამო, ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა შიგნით, “ქართული ოცნების” უმრავლესობა პანიკაშია, ნაწილი ითხოვს თანამდებობებს, ვინც ვეღარ მოხვდება სიაში, ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ეძებს, რამენაირად დაუმტკიცოს, რომ კვლავ აღმოჩნდნენ სიაში, მაგრამ ივანიშვილი მათ არ იღებს. ერთმანეთს ემეგობრებიან და თან ინფორმაციას ერთმანეთს უმალავენ, ნაწილმა იცის, ვინ მოხვდება სიაში და ვინ -არა, ივანიშვილთან რიგები დგას, როგორც გითხარით, ის არ იღებს უმრავლესობის წევრებს და არის ერთი ამბავი”,-აცხადებს გიგლა ბარამიძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან” საუბრისას

Comments
Loading...