ლანჩხუთში მატარებელმა 55 წლის მამაკაცი გაიტანა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საზღვართან 55 წლის მამაკაცი მატარებელმა გაიტანა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს მატარებელი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის სარკინიგზო ლიანდაგზე გადადიოდა.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.