“ლაქუცის პოლიტიკას აზრი არ აქვს”, -ნაციონალები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე

სერგეი ლავროვის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.

„ას არის საქართველოს ხელისუფლების და მისი მიდგომების პრობლემა. საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ თუ ელაქუცება რუსეთს და ქვეყნის ინტერესების ხარჯზე დაელაპარაკება, თუნდაც გაზპრომზე, ფიქრობენ, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცას მიიღებენ. ლაქუცის პოლიტიკას აზრი არ აქვს, აზრი აქვს რუსეთთან პრინციპულ დამოკიდებულებას,” – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა.

Comments
Loading...