საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 28 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6441 ლარი იქნება.
აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.6683 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0242-ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7596 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7889 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0093-ით გამყარდა.