ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6837 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6686 ლარი იყო.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0151 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8050 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8004 ლარს შეადგენდა.
2.6686 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი დღეს საშუალოდ, 2.75 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა აშშ დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.