ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2. 5887 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.5738 ლარი იყო.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0149 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7474 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.7787 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0313 ლარი შეადგინა.