ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7846 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7831 ლარი იყო.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8938 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8902 ლარს შეადგენდა.

2.7831 ოფიციალური კურსის პირობებში, უცხოური ვალუტა ბაზარზე დღეს საშუალოდ, 2.85 ლარი ღირდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა, აშშ დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

Comments
Loading...