ლარი მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7395 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7403 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8820 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.9023 ლარს შეადგენდა.

2.7403 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.79 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გამყარდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.

Comments
Loading...