“ლარის დევალვაციის ფონზე, იმპორტის ჩანაცვლება “ვისოლ ჯგუფის” ამოცანა გახდა”

ვისოლ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ლარის დევალვაციის ფონზე, კომპანიის ერთ–ერთი ამოცანა იმპორტის ცანაცვლება გახდა. როგორც დღეს ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს ჯგუფის რესტორნებში ძალიან ბევრი საკვები ამერიკული რეცეპტით, თუმცა ქართული პროდუქტით მზადდება.

“ლარის დეალვაციას რამდენი ხანი უნდა ვუყუროთ – დავიწყეთ ძალიან ბევრი პროდუქტის ჩანაცვლება. იმპორტის ჩანაცვლება არის ვისოლ ჯგუფის ამოცანა. ეს უნდა გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკა.

ვენდისში და დანკინ დონატსში ძალიან ბევრი არის ქართული პროდუქცია. უფრო ჯანსაღი, უფრო კარგი, აღარ ვითვლით არც დოლარებს, არც ლარებს. ადგილობრივი მეწარმეები არიან დასაქმებული და ბრუნვაც გაიზარდა.

ყველაფერი ამერიკული რეცეპტით მზადდება. დიდ ხანს ვიმუშავეთ, სანამ არ მივიღეთ ის ხარისხი რაც იყო ჩაფიქრებული. ჩვენ ეხლა ქართველებს ვინმე გვეტყვის, რომ ქართული სამზარეულო უფრო ცუდია ვიდრე ამერიკული? ჩვენ შეგვიძლია ამერიკული რეცეპტით, იმ ხარისხის და სტანდარტების დაცვით, მივიღოთ ბევრად უფრო ხარისხიანი პროდუქტი. ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ

Comments
Loading...