ლარს 10%-იან გამყარებას უწინასწარმეტყველებენ

„საქსო ბანკის“ ეკონომისტი ლარს 10%-იან გამყარებას უწინასწარმეტყველებს. ბანკის შეფასებით, ამის ძირითადი მიზეზი ის იქნება, რომ ამერიკული დოლარი შეწყვეტს გამყარებას. „აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება, რომ დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების მონეტარულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი – ღირებულება და ფასი. ფასი, რასაც იხდი, ღირებულება, რასაც იღებ და ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ლარი საუკეთესო ვარიანტია,-“ განაცხადა „საქსო ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა სტინ იაკობსენმა.

Comments
Loading...