ლაშა აბაშიძე: ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია თბილისისთვის…

მისი თქმით, 175 ახალ ავტობუსზე ტენდერი გამოცხადებული არის EBRD-ის საიტზე, პროექტი EBRD-ის თანადაფინანსებით ხორციელდება. ტენდერი 9 მარტს დასრულდება.

„აგვისტოში უკვე შემოვა სრულიად ახალი, თანამედროვე უსაფრთხო ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ავტობუსები, ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია თბილისისთვის, რადგან ქალაქს ასეთი ავტობუსები ჯერ არ ჰქონია”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მიმდინარე წელს დედაქალაქში შემოვა 175 ერთეული ახალი ავტობუსი. ხოლო მომდევნო წლებში ავტობაზის სრული შეცვლა იგეგმება.

ლაშა აბაშიძის განმარტებით, აშენდება ახალი ავტობაზა, რომელიც აღნიშნულ ავტობუსებს მოემსახურება.

წყარო: რეპორტიორი

Comments
Loading...