ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს,პროცესზე ბრალდებულმა მოწმეს არაკაცი უწოდა

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს. პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაგრძელდება. სხდომაზე დაზარალებული მხარე, მოწმეები და ექსპერტები დაიკითხებიან. გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. მას ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ედება ბრალად.

ამ წუთებში აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარეობს,”არაკაცი ხარ, – ასე მიმართა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ პროკურატურის მთავარ მოწმეს ვლადიმერ ბერძენიშვილს საქალაქო სასამართლოს დარბაზში შესვლისას. ბერძენიშვილი საქმის მასალების მიხედვით, მახარაძის მკვლელობის მომენტში ოქროპირიძესთან ერთად იმყოფებოდა და მასთან მეგობრობდა.”

Comments
Loading...