ლაშა სტურუა – სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ნაციონალურმა მოძრაობამ გადაიბარა!

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ლაშა სტურუა განცხადებას აკეთებს

“ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ გამოჩნდა,რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ნაციონალურმა მოძრაობამ გადაიბარა!..
…ეს გახლავთ ზოგადად სამართლიანობის იდეისთვის კიდევ ერთი ლახვარი ზურგში!
…ეს გახლავთ მცოცავი და ხავერდოვანი რევანშის დაწყების მცდელობა!..
…ეს გახლავთ ისედაც ნდობაშერყეული სასამართლოს,როგორც ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია – “მურუსიზაციის” მეთოდით!
…სავარაუდოდ ამას მოჰყვება სამარცხვინო იუსტიციის საბჭოს წევრის -ევა გოცირიძის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლად წარგზავნა!..
…ეს გახლავთ დანაშაულებრივი “კოჰაბიტაციის” შედეგი!..
ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა მოემზადოს თავგანწირული ბრძოლისათვის – სამართლიანობის დასამკვიდრებლად და ეს ფრონტის ხაზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას – საარჩევნო ურნებთან გადის!
პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა –
მოუწოდებს ამომრჩეველს,რათა მოხდეს ეროვნული სულისკვეთების სრული კონსოლიდაცია და ნებისყოფის მაქსიმალური გამოვლენით – გააზრებული,გაცნობიერებული და სწორი არჩევანის გაკეთება,რათა ქვეყანა სრულმა უიმედობამ და სასოწარკვეთამ არ მოიცვას,რისკენაც როგორც ჩანს მიაქანებენ მას მავანნი!
…მაშ ასე,მეგობრებო – თქვენს ხელშია საარჩევნო ბიულეტენი,რომლითაც გაქვთ შანსი შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ და იხსნათ სამშობლო დაღუპვისაგან!
თვენდამი უსაზღვრო პატივისცემით განმსჭვალული და თქვენსკენ იმედით მომზირალი,
პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის
თავმჯდომარე – ლაშა სტურუა
“თქვენგან,თქვენთვის,თქვენთან ერთად!” –
– ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!”
-წერს ლაშა სტურუა

Comments
Loading...