ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ირემაძის თქმით, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა დასმულ დიაგნოზს შეესაბამება.
”დიაგნოზი არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა. პაციენტი დღეს კლინიკაში დარჩება და კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ მასთან საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ირემაძემ.
ამ წუთებში ალადაშვილის კლინიკაში პროკურორები მომხდარ თავდასხმასთნ დაკავშირებით გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას კითხავენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული.
Comments
Loading...