ლაშა თორდიას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება – ექიმი

ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგის მარიამ ხელაძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღავნელ ლაშა თორდიას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება.
პაციენტი ლაშა თორდია მკურნალობს ქალა-ტვინის დახურული ტრავმით, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით, ის საავადმყოფოში დილით, 06:35 საათზე შევიდა. ექიმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, სტაბილურია”- განაცხადა ექიმმა ჟურნალისტებთან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს დაესხნენ თავს. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

Comments
Loading...