ლაშა თორდიას სახლში გამომძიებლები მივიდნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას სახლში პროკურატურის გამომძიებლები მივიდნენ.

მისი დაკითხვა დღეს გაგრძელდება.

თორდიასთან გამომძიებლები გუშინაც იმყოფებოდნენ, თუმცა ლაშა თორდიამ დაკითხვა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო.

ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.ლაშა თორდია საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

Comments
Loading...