მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო.
ტუღუშის თქმით, მას ის თეთრები ენანება, რომელსაც საზოგადოება აღნიშნულ არხს უხდის.
„მგონი, დღეს წერტილი დასვეს არხის უკუსვლის მიმართულებით. ბორდმა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე უარესი გადაწყვეტილება, რაც კი შეეძლო მიეღო. გულწრფელად რომ გითხრათ, მენანება ის ერთი ლარი თუ თეთრები, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ვუხდით საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს არის საქციელი, რომელიც არანაირად არ შეიძლებოდა ჩაედინა ბორდს“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.