ლაურა ღაჭავა — ქალი, რომელმაც აღზარდა მკვლელი, თაღლითი და ბარიგა შვილები!

“tb24” საინტერესო სტატიას გვთავაზობს

„ლაურა ღაჭავა — ქალი, რომელმაც აღზარდა მკვლელი, თაღლითი და ბარიგა შვილები!

ქალი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს დაუპირა გადაგდება, ქალი, რომელიც მოერგო გამსახურდიას, შევარდნაძეს და სააკაშილის პერიოდს!

და, აი, ამ ბინძური ქალის მეტი ვერა ნახე ვერავინ, თინა ძალო??? ამ ქალის მეტი ვერავინ შეუკერავდა სამხედრო ფორმას ქართულ ჯარს?
თუმცა რა არის ამაში გასაკვირი? ერთი სატანა შეეკრა მეორე სატანას! სადაც ჯარის კვებაში აკეთებს ფულს, სადაც ჯარს ფუნქცია დაუკარგე და არჩევნების გაყალბება აიძულე, რა გასაკვირია, თუ ღაჭავას შეკერილ ფორმას ჩააცმევ ქართულ არმიას! ატკატი რამდენი გაქ, „ცნობილო გამყალბებელო“?
რამდენიმე დღის წინ ლადო სადღობელაშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება. რატომ იგებენ ტენდერებს ისევ ნაცხროვის ცნობილი „კრიმინალები“, რომლებიც წლების წინ დაკავებულები და გასამართლებლები უნდა ყოფილიყვნენ.

2004-12 წლებში ლაურა ღაჭავას ოჯახმა მრავალმილიონიანი ქონება დააგროვა, მაგრამ არაფერს ამბობდნენ, თუ რა თანხებით დაიწყეს საქმიანობა და საიდან ჰქონდათ საწყისი კაპიტალი. საზოგადოებისთვის კი ცნობილი ფაქტია, რომ ღაჭავამ პირველი კაპიტალი ინდოეთიდან ჩამოტანილი „ნორფინების“ რეალიზაციით მოაგროვა და მას „მხედრიონელები“ მფარველობდნენ, ხოლო შემდეგ რამოდენიმე ბორდელის გახსნით გაზარდა შემოსავალი.

102001

მიხეილ სააკაშვილის „მეფობის“ ხანაში ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სამკურნალო კომბინატი დავით კოდუამ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად შეიძინა. 2012 წლამდე ღაჭავა- კოდუების ქონება საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. ქავთარაძის ქუჩაზე შპს „სამკურნალო კომბინატი“, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი საბანკეტო დარბაზებით, სასტუმრო „საქართველოს“ 80%, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბავშვთა საავადმყოფო, მელიქიშვილის გამზირზე ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა, გურამიშვილის ძეგლთან, ჭავჭავაძის გამზირზე ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, აეროპორტის დასახლებაში მდებარე ფართობი: 10195 კვ.მ., სანაპიროზე საინჟინრო ლაბორატორია, კახეთის გზატკეცილზე #69-ში მდებარე ობიექტი. სავაჭრო ცენტრი „ლილო სიტი“, მზა ტანსაცმლის ფაბრიკა, „პირიმზის“ 36.

ხალხის ტერორში, ძარცვა-დაყაჩაღებაში, დაჩმორებაში კოდუა-ღაჭავას კლანს ზურგს სახელმწიფო სტრუქტურები უმაგრებდნენ. 2007 წლის თებერვალში სს „მასპინძელსა“ და შპს „მასვალოში“ ფინანსური პოლიცია სოდთან ერთად შევიდა და სასტუმრო „საქართველოს“ შენობაში არსებული ორგანიზაციები 8 თვის განმავლობაში პარალიზებული აღმოჩნდნენ. 2007 წლის 9 მარტს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ასაჩივრებს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებას, ხოლო თბილისის მერია — საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 15 ივლისის #28 საბარათო (ვაუჩერებით) აუქციონის შედეგებს, რითიც ორივე ერთად ითხოვს სს „მასპინძლის“ აქციონერების საკუთრებაში არსებული აქციების 58,95%-ის მერიის საკუთრებად დარეგისტრირებას, ანუ, პრაქტიკულად, პრივატიზებული საწარმოს იგივე პროცენტის სახელმწიფოსთვის, მერიისთვის საკუთრებაში გადაცემას.

აქ აღსანიშნავია უმთავრესი: საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება და ზოგადად სს „მასპინძლის“ პრივატიზაცია კანონიერად არის ცნობილი.
ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მაინც მიიღო სარჩელი და მოპასუხეებად სცნო სს „მასპინძლის“ აქციონერები.

ფაქტობრივად, თბილისის მერია სასამართლოს საშუალებით ითხოვდა აქციონერების საკუთრებაში არსებულ ქონებას. სასამართლომ ქონება დააყადაღა და მოწილეები იძულებული გახდნენ, მორიგებაზე წასულიყვნენ და სასტუმრო „აფხაზეთი“ მიმდებარე ორსართულიანი ნაგებობითა და 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, 2007 წლის 16 ოქტომბრის მხარეთა მორიგების აქტით (რომელიც განჩინებით დაამტკიცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე რ. თოფჩიშვილმა) სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა. უსასყიდლოდ გადაცემის სანაცვლოდ სს „მასპინძლის“ აქციონერებმა მესამედ მიიღეს დარჩენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვის ახალი კანონისმიერი გარანტია. ეს დარჩენილი ქონება კი იყო ქ. თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო „საქართველოს“ შენობა, რომელიც დარჩა სს „მასპინძლის“, შპს „მასვალოს“ და შპს „საქართველოს“ პარტნიორთა საკუთრებაში.

2007 წლის ზაფხულიდან სასტუმრო „საქართველოს“ მყიდველებად მოევლინენ დავით კოდუა და დედამისი ლაურა ღაჭავა. დაიწყო მწვავე და ხანგრძლივი მოლაპარაკებები შენობის შესყიდვის თაობაზე. ზოგ მესაკუთრესთან წილობრივი გარიგება შედგა, ნაწილთან კი არა, ვინაიდან მათ შესთავაზეს რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით დაბალი ანაზღაურება
წინააღმდეგობის დასაძლევად, მესაკუთრეებზე ზეწოლა განხორციელდა. ერთ-ერთი მესაკუთრის შვილები სხვადასხვა მიზეზით დააკავეს და საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. მეორე მესაკუთრის მანქანა სერიოზულად დააზიანეს, მოგვიანებით კი იგივე მანქანა გამოძიების მიერ „დაუდგენელმა“ პირებმა „დაუდგენელი“ იარაღით დაცხრილეს. (დღეს ნაც.ხროვა გაუხსნელ დანაშაულებზე ურცხვად აპელირებს)
ამდენად, კოდუების მხრიდან დაიწყო მინიმალურ ფასად შენობის ხელში ჩაგდების მცდელობა და სახელმწიფოსთან მესაკუთრეთა გარიგება აღარ შესრულდა.
დავით კოდუამ თავისი წარმომადგენლობა დანიშნა, რომელიც, ფაქტობრივად, უკანონოდ მართავდა სასტუმრო „საქართველოში“ არსებულ ორგანიზაციებს (სს „მასპინძელი“, შპს „საქართველო“, შპს „მასვალო“). მას უახლოეს პერიოდში, 2007 წლის 31 დეკემბრამდე, უნდა შეეძინა სს „მასპინძლის“ აქციები და შპს „მასვალოს“ წილები. იმის მიუხედავად, რომ მან არ შეიძინა ამ ორგანიზაციების აქციები და წილები, იგი განაგრძობდა მათ უკანონოდ მართვას. შპს „საქართველოს“ პარტნიორთა 2008 წლის 3 ივლისის კრებაზე დავითკოდუამ პასუხისმგებლობა აიღო 2007 წლის სექტემბრის შემდეგ დაგროვილი დავალიანებების დაფარვაზე. ამავე დროს, 2008 წლის 1 აგვისტომდე წილების მიყიდვის ანგარიშსწორება უნდა დასრულებულიყო. კოდუებს საბაზრო ფასში უნდა შეეძინათ აღნიშნული უძრავი ქონება და განეხორციელებინათ მნიშვნელოვანი ფინანური ინვესტიციები, გაეზარდათ შემოსავლები, თანამშრომელთა რაოდენობა, ბიუჯეტში შესატანი თანხა, დაეცვათ მცირე აქციონერთა უფლებები. თავიდანვე კოდუებმა განაცხადეს, რომ შპს „საქართველოს“ 16,5 მლნ. დოლარად შეიძენდნენ. შემდეგ თანდათან ნაკლებ ფასზე ჩამოვიდნენ.

მათ სხვა მიზნები ამოძრავებდათ — უნდა გაეკოტრებინათ ორგანიზაციები და შემდეგ გაკოტრებული საწარმოები იაფად ჩაეგდოთ ხელში.
მყიდველის ნიღბით შემოსულმა კოდუებმა 2008 წლის 25 ნოემბერს შპს „საქართველოს“ პარტნიორებთან ნოტარიულად გააფორმეს შეთანხმება თავიანთი წილების ლაურა ღაჭავასთვის მიყიდვის შესახებ: თამარ ჩარკვიანმა (15,04), ბესარიონ ხარძიანმა (7,46%), მარო მაცაბერიძემ (17,05%), გიორგი კიკალიშვილმა (5,96%), თინათინ ყალიჩავამ (5,29%), სულ 50,8%.
კურიოზი კი ის არის, რომ საჯარო რეესტრში ღაჭავა დარეგისტრირებულია 2010 წლის 5 იანვარს, რის გათვალისწინებითაც 3 წლის მანძილზე უკანონოდ მართავდა შპს „საქართველოს“.
კოდუებმა, ჩაიგდეს რა წილების საკონტროლო პაკეტი და აბსოლუტური მართვა გაინაღდეს, 2009 წლის ბოლოს, მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლად, პრობლემებმა იმატა. გაჩნდა სახელფასო დავალიანებები, შემცირდა შემოსავლები, არ ხდებოდა დებიტორული დავალიანებების ამოღება და ორგანიზაცია, ფაქტობრივად, გაკოტრების პირას მივიდა.
შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ ქირავდებოდა. იმ მოიჯარეებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ქირაობდნენ საოფისე ფართებს სასტუმრო „საქართველოში“, დატოვეს შენობა. კოდუების დანიშნული მმართველობითი სისტემა დამქირავებლებს სთავაზობდა მიუღებელ პირობებს, რის გამოც აღარ ქირავდებოდა საიჯარო ფართები, მეიჯარეები თვითდინებაზე იყვნენ მიშვებულნი.
2009 წლის 17 მარტის სს „მასპინძლის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გენდირექტორმა მინდორაშვილმა განაცხადა, რომ იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ვინაიდან კოდუების ოჯახის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შეცვლის შედეგად 2009 წლის 22 სექტემბერს მესაკუთრეთაგან ფარულად, „სასაცილო ფასად“ იყიდა თეიმურაზ ლაგვილავამ. იგი ამავე დროს იყო შპს „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფის“ (სადაც მის პარტნიორ საჩოგბურთო კლუბ „დინამოს“ აქციათა 95,71 % ღაჭავას ეკუთვნოდა) და შპს „ბულიტების“ (სადაც ღაჭავას 100 %-იანი წილი აქვს) დირექტორი. საჯარო რეესტრმა მაინც დაამოწმა უკანონო გარიგება, მიუხედავად იმისა, რომ მას ხელს აწერდა შეზღუდული უფლებამოსილების დირექტორი. ამ უკანონო გარიგების საფუძველზე ახალი მესაკუთრის დარეგისტრირება „მოახერხა“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ლაურა ღაჭავას ადვოკატმა შალვა კაციაშვილმა.

1

ქონების წართმევით დაზარალებული აქციონერების მოთხოვნით შეიქმნა კომისია, რომელსაც სასტუმროს უკანონო გასხვისების საკითხი უნდა შეესწავლა, კომისიამ მოძიებული მასალებით გააკეთა განაცხადი, რომ ქონება გაყიდულია უკანონოდ, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებ, აშკარად შეუსაბამო ფასად, შედეგად დაზარალებული არიან აქციონერები და სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგრამ სს „მასპინძლის“ სამეთვალყურეო საბჭოსგან კომისიის დასკვნას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია..
2011 წლის 22 თებერვალს აქციონერებისაგან ფარული პირობებით გაიყიდა სს „მასპინძლის“ ქონება შპს „საქართველოში“ 3,69 %-იანი წილი ვინმე ანრი ბაციკაძეზე. ხელშეკრულებაში გაურკვევლად წერია ფასი — „75000 ლარის ეკვივალენტი ლარებში“. ამიტომ აქციონერები უშედეგოდ ითხოვდნენ შპს „საქართველოს“ ლ. ღაჭავას ინტერების დამცველი დირექტორისგან ამ აუდიტორულ დასკვნას. მიუხედავად იმისა, რომ ა.

ბაციკაძეს შპს „საქართველოს“ წილი იაფად მიეყიდა, მან გადაიხადა მხოლოდ 50000 ლარი. კანონი საკონტროლო პაკეტის შემძენ აქციონერს დარჩენილი აქციების შეძენაზე სატენდერო შეთავაზებას ავალდებულებს. ღაჭავამ დანარჩენი აქციონერების ქონების მითვისება სხვა უკანონო გზებით ამჯობინა. დაშინებული, მოტყუებული თანამშრომლები და აქციონერები ვერაფერს აკეთებენ თავიანთი შელახული უფლებების დასაცავად. ღაჭავას „მტაცებლურ“ ქმედებას 2011 წელს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ვრცელი წერილი მიეძღვნა, გთავაზობთ ფრაგმენტს ამ წერილიდან:
„საზოგადოება კითხულობს — სად გაქრა სასტუმრო „საქართველოს“ ხუთვარსკვლავიან კომპლექსად გადაკეთების გრანდიოზული პროექტი. ხომ არ იყო ეს წინასწარ გათამაშებული უნიჭო სპექტაკლი ფულის გასათეთრებლად. რატომ ხმას არ იღებენ ამ პროექტის ხელშემწყობნი და გამპიარებლები. რაც მთავარია, რატომ არავის დაეკისრა პასუხისმგებლობა?!.“ საინტერესოა, რატომ, რის სანაცვლოდ დადუმდა მაშინდელი ადეიშვილის „საგრაფო“ ფინანსური პოლიცია ხომ, კოდუებთან კუდით იყვნენ გადაფსკვნილები. ან რას უნდა მივაწეროთ ქალაქის მაშინდელი მერის ასეთი თანადგომა, ოდესმე საზოგადოება უფლებამოსილი პირებისაგან მოისმენს სწორ პასუხს?

ლაურა ღაჭავა არაერთხელ შეეცადა შპს „საქართველოს“ პარტნიორთა „გადაგდებას“. მაგალითად, თინა ბაიაშვილს წილის ყიდვაზე მოელაპარაკა და ბანკიდან ფულის გადარიცხვის საგადასახადო დავალიანების დოკუმენტი უჩვენა, მაგრამ შემოწმებისას გაირკვა, რომ თანხა გადარიცხული არ იყო და ეს საბუთიც ყალბი აღმოჩნდა. მეორეჯერ, ლაურა ღაჭავამ წილის ყიდვა 1 მლნ. 600 ათას დოლარად მარო მაცაბერიძესთან ნოტარიულად გააფორმა, მაგრამ დირექტორმა მოლაპარაკებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი მოითხოვა. მოგვიანებით ეს დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელსაც მაცაბერიძის ნაცვლად ღაჭავას იურისტი გაბეხაძე აწერდა ხელს, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. მესამეჯერ, როგორც ამბობენ, სანაპიროზე მდებარე „იაპონური“ ავტოგასამართი სადგურის სანაცვლოდ ლ. ღაჭავა მეპატრონეს კომერციული ფართის მიცემას დაპირდა, მაგრამ გადაფორმების შემდეგ “მშრალზე” დატოვა. მეოთხეჯერ ღაჭავამ ერთ არქიტექტორს კომერციული ფართი გადააფორმებინა, მაგრამ მოლაპარაკებული თანხის ნაცვლად გაცილებით ნაკლები გადაუხადა. სამწუხაროდ, დაზარალებულები დაშინების გამო არ ჩიოდნენ და ვერც ხმას იღებდნენ. მოყვანილ ფაქტებზე კოდუების კლანს პასუხი უნდა ეგო, მაგრამ სიტყვის შებრუნებას ვინ გაუბედავდა. არადა, რამდენი ქალი იხდიდა თაღლითობის მუხლით სასჯელს, ღაჭავას მარტო ზემოთ ჩამოთვლილი თაღლითური ეპიზოდები შეკრების შემდგომ უვადო პატიმრობას „აირტყამდა“, მაგრამ სააკაშვილი და ადეიშვილი გარკვეული მიზნების გამო აპარპაშებდნენ ლაურას…

ზემოთ აღნიშნული, კრიმინალი ოჯახის მეთაურის უკანონო ქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, თუმცა საკმარისი, ნორმალურ ქვეყანაში, სამართლიან სახელმწიფოში პასუხი, ეგო კანონის წინაშე. ლაურა ღაჭავას „ლივლივი“ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ სხვა ფაზაში გადავიდა, 9 წელიწადი ხალხის ძარცვით, ტერორით მიღებულ თანხას წარმატებით „აბანდებს“ მის მიერ მართულ მასმედიაში, რათა როგორმე გადარეცხოს ის სისხლიანი გზა, რომელიც მისმა ოჯახის წევრებმა და ნაცბანდის სხვა წევრებმაც თავაწეულებმა გაიარეს და სულის დეგრადირების გამო სინანულსაც არ გრძნობენ. როგორ ახერხებს ამას სხვა თემაა, მაგრამ ფაქტიც ჯიუტი, რომ ლაურა ისევ „ბიზნესითაა“ დაკავებული და ტენდერებსაც იგებს“.

ღაჭავას კიდევ ერთ ოჯახის წევრს ერეკლე კოდუას, გვამების შემგროვებლის, ფიზიკური ანგარიშმსწორებლის, ქონების „ამხევის“, ნარკობარონის სახელით იცნობს საზოგადოება. ერეკლე კოდუა სააკაშვილ-ადეიშვილის კლანში მოიაზრებოდა და ყველაფერი გააკეთეს მისმა „პატრონებმა“, რომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე არ წამდგარიყო. თუმცა, ჯერჯერობით, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. „სოდი“, რომელსაც ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, 2005 წლიდან ასე იშიფრებოდა „სუბუტექსის ოფიციალური დისტრიბუტორები“ მის უწყებაში უამრავი ნარკომანი და რეალიზატორი მუშაობდა, აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო, როგორც საზოგადოებისთვის ასევე ზემდგომი ორგანოებისთვის. როგორ უსწორდებოდა ურჩ თანამშრომლებს, რა მეთოდებით სჯიდა მოწინააღმდეგეებს ხელმძღვანელის დავალებით თუ პირადი მოსაზრებით (პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილის უმოწყალო ფიზიკური ანგარიშსწორება) და ყოფილი თანამშრომლის გია თელიას ლიკვიდაცია.

10102003

საქართველოს შსს მაღალჩინოსნები რომ უშუალოდ გარეულნი იყვნენ ნარკოტრეფიკში და სწორედაც ამ ტრეფიკის კონტროლიორებად და მთავარ მეწილეებად გვევლინებოდნენ, არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა არ არსებობს მთავარი პროკურატურის სურვილი დაისაჯოს კოდუა.

საინტერესოა ანტინარკოტიკული სამსახურის ყოფილი თანამშრომლის თემურ რევაზიშვილის ინტერვიუ. 2005 წ. სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები რევაზიშვილი და ხუხია სოდი-ი დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კოდუას და მის მოადგილეს კახა მისირელს ნარკორეალიზიტარებთან კავშირსა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. რევაზიშვილის განცხადებით, კოდუამ მას მანამდე ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტა და ნარკობიზნესში თანამშრომლობა შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი რევაზიშვილი მოტყუებით წყნეთში წაიყვანეს, 7 პოლიციელი დაესხა თავს და სცემეს, აღიარებას აიძულებდნენ და მოკვლა დაუპირეს. რევაზიშვილმა მოძალადე თანამშრომლებს აღიარებითი ჩვენება არ მისცა და გაქცევა მოახერხა. პროკურატურა კი დღემდე საქმეს არ იძიებს და ჟურნალისტების შეკითხვებზე დუმს… კოდუა ნარკოტიკის უკრაინიდან გადმოსაზიდად (ათეული კილოგრამობით სამგზავრო ჩანთით) კრიმინალებსაც აქტიურად იყენებდა...
— სხვათა შორის, 90 კილოგრამი კოლუმბიური „კოკაინის“ ამოღებიდან მალევე, კოდუა, ასე ვთქვათ, ჩამოალაბორანტეს. ინტერნეტში გახმაურებულ „კოკაინის“ უკოკაინო საქმეზე უამრავი ინფორმაცია მოიპოვება, ავტორები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ნარკოკარტელში შსს-ს მაღალჩინოსნების ინტერესი იკვეთება. აი, რას წერს ბლოგერი „სოლომონ ბრძენი“. მაშინდელი შსს-ს კონტროლირებადი ნარკოტრასების შესახებ, ნაციონალების „ოქროს ხანაზე“:
„…წითელი ხიდიდან საქართველოში შემოსული 11 ტონა ნარკოტიკი მთელი ქვეყნის ტერიტორიას უპრობლემოდ გაივლის და ფოთის პორტშიც უპრობლემოდ იტვირთება საქართველოდან მიმავალ ბორნებზე. საქართველოში ბოლო პერიოდში წლიურად ამოღებული ნარკოტიკის რაოდენობა მხოლოდ 8-9 კგ (ანუ საერთო ტრანზიტის მოცულობის 0,4%!) იყო!. ეს მაშინ, როცა მოსაზღვრე ქვეყნების საბაჟო სამსახურები, სადაც ეს ნარკოტიკი ხვდება, თითქმის ყოველწლიურად საქართველოდან შემოსულ და ევროპისათვის გამზადებულ საკმაოდ დიდ პარტიებს აკავებენ. მაგალითად, 2007 წელს მარტო უკრაინის საბაჟომ ილიჩევსკის პორტში საქართველოდან შემოსული ჰეროინის ორი დიდი პარტია — 174 კგ (23 ივლისი) და 105 კგ (29 ნოემბერს) — დააკავა, რაზეც უკრაინის საბაჟო დაცვის სამსახურის ოფიციალური პრეს-ორგანო და ინტერნეტ-სააგენტო იუწყებოდნენ. 2007 წლიდან გაიხსნა ფოთი-ბურგასის საბორნე მარშრუტი, რომელიც ქართულმა ნარკოტრაფიკის მესვეურები უფრო პერსპექტიულად ჩათვალეს და მომსახურების დიდი ნაწილი იქეთ გადაამისამართეს. შედეგად კიდევ უფრო რეზონანსული იყო 2008 წლის 16 დეკემბერს „ბოსტონჰერალდ.ქომ“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახული, საქართველოდან ბურგასის პორტში უკვე 400 კგ ჰეროინის დაკავების ფაქტი. მარტო ამ ტვირთის ფასი დასავლურ ბაზარზე ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება! საქართველოს სახელოვან პოლიციას კი, რომელიც ყოველდღიურად ათეულობით ნარკოტიკების მომხმარებელს რამდენიმე მილიგრამის აღმოჩენის ბრალდებით აკავებს და აშანტაჟებს ან მრავალწლიან პატიმრობას უსჯის, ასეთი მსხვილი პარტიები, როგორც წესი, „გამოეპარებათ“ ხოლმე.

იშვიათი გამონაკლისი იყო 2010 წლის ივნისში — ამერიკული და ევროპული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ანტინარკოტიკული სამსახურის შესაძლო კრიმინალურობაზე ალაპარაკების შემდეგ, სამხრეთ ამერიკიდან შემოსულ და უკვე ადრესატამდე მისულ ჯართში კოკაინის სერიოზულ ოდენობის — 180გ-ის აღმოჩენა, რომელიც შაქრო კალაშოვის ბანდას დაბრალდა.
ამ საქმეში რამდენიმე თეთრი ლაქაა. ჯერ ერთი, ის ფაქტი, რომ ნარკოტიკები შემოტანიდან კარგა ხნის შემდეგ აღმოაჩინეს და არა პორტში, არამედ ფოთიდან კარგა შორს დაშორებულ სოფელში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი საპორტო სამსახურის უგერგილობას და უსაქმურობას (თუ დანაშაულებრივ ქმედებებს არა). მეორეც, აღმოჩენილი კოკაინის ოდენობა და ფული — 1,75 მლნ ევრო კია მნიშვნელოვანი, მაგრამ ცოტა ფერმკრთალდება იმ ფონზე, რომ გახმაურებული ინფორმაციით, ამავე ჯგუფმა ერთი წლის წინ 500-ჯერ დიდი პარტიის — 90 კგ კოკაინის — თურქეთში გატანა განახორციელა და ფანტასტიური მოგება ნახა. უცნაურია, რომ საქართველოს პოლიციამ მხოლოდ უკანასკნელი ნამცეცები აღმოაჩინა და დააკავა, მაშინ, როცა მთელი ტვირთი 99,9% უპრობლემოდ გავიდა დასავლეთში. დაბოლოს, ამ აღმოჩენის თარიღი საეჭვოდ დაემთხვა ესპანეთიდან შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის უკვე გახმაურებულ და მადააშლილ სურვილს“. — რა მოხდა სინამდვილეში, სად გაქრა კოკაინი, რატომ ჩაატარეს ღონისძიება „სოდის“ ნაცვლად „კუდის“ ბიჭებმა და რატომ გახდა აქტუალური ეს თემა 5 წლის შემდეგ?

საქმე იმაშია, რომ კოდუას გაზრდილი მადა და ამბიციები ვანოსაც აღიზიანებდა და მის კლანსაც. „კუდის“ მიერ 2009-10 წლებში არაერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში „სოდის“ ნარკოტიკით. მათ შორის, ლაურა ღაჭავას კლასელი ქალბატონიც მ. გ. რომელიც ახალაიას კლანმა დააკავა ლაურას მიცემული ნარკოტიკით, თუმცა დაკითხვის დროს მის საწინააღმდეგოდ, გარკვეული და, ვფიქრობ, სწორი მოსაზრებით, ჩვენება არ მისცა. არსებობს არაერთი მოწმე, რომლებიც დაწვრილებით ყვებიან, როგორ და რის გამო გადასცა სარეალიზაციოდ ლაურამ ნარკოტიკი… რაც შეეხება კოკაინის საქმეს, სარწმუნო წყაროს ცნობით, აღნიშნული კოკაინის ადრესატი თვით ერეკლე კოდუა იყო.

კეზერა თუ დღემდე აგრძელებს იარაღით ვაჭრობას და „სპეცია“, კოდუას რატომ დაჩაგრავდნენ მფარველები? ეხლაც მშვენივრად ლივლივებენ „ბიჭები“ და ფულს და სულს არ იშურებენ მასმედიისთვის დეზინფორმაციების გასავრცელებლად. ისე განაგლდნენ და დაკარგეს რეალობის შეგრძნება თავისი სიბინძურეები უდანაშაულო ხალხს უნდათ ბოლომდე შეაწმინდონ.

რაც შეეხება კოდუას ნაცოლარ ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორ დააჭერინა უდანაშაულო სვანი ბიჭები, როგორ დასეირნობდა „ახეული“ ავტომანქანით და ჯიუტად ამტკიცებდა ჩემიაო, დაწვრილებით არ მოვყვები, მაგრამ მისი აწ ყოფილი მეუღლე სისხლის მოყვარულ „შაკალად“ რომ თვლიდა, ფაქტია. რადგან ყველა უდანაშაულოდ ჩაცხრილული მსხვერპლის „წყვდიადის ანგელოზი“ ეგ იყო. კორტების, ოქროყანის გია თელიასაც ჯერ თბილს მიუსწრო. ვინ იცის, რა სურვილი დაუტოვა მოკლულმა, მკვლელის მომავალ ცოლს იმ ქვეყნად წასვლისას, იქნებ მოახლოვდა მკვლელების და გარეწრების განკითხვის დღე.
”მემენტო მორი“.

ქეთევან ზარნაძე
599 52 60 30
tb24.ge

Comments
Loading...