ლავროვის უწყება : საცოდავი მიშიკო!ამერიკელებს შეჰფიცა ერთგულება, ირწმუნება, რომ უკრაინელია

უკრაინის რეფორმების საბჭოზე მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც პრემიერი იაცენიუკი, შინაგან საქმეთა მინისტრი ავაკოვი და ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი ფიგურირებდნენ, კომენტარს ოფიციალური მოსკოვიც აკეთებს. საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელ ტვიტერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა მარია ზახაროვამ გამოაქვეყნა. “სამწუხაროა, როცა უკრაინის სკოლებში რუსულ ენას კრძალავენ, მინისტრი და გუბერნატორი კი ერთმანეთს რუსულად აგინებენ. გაუგებარია, როგორ გააგრძელებს მრავალეთნიკური უკრაინა ცხოვრებას, როდესაც მოქმედი ხელისუფლების ისეთ ფანატსაც კი, როგორიც სააკაშვილია, ქვეყნიდან წათრევისკენ მოუწოდებენ, საცოდავი მიშიკო კი, რომელმაც ამერიკელებს შეჰფიცა ერთგულება, ირწმუნება, რომ უკრაინელია. წარმოიდგინეთ, რა ბედი ელით დონბასელ რუსეთს ასეთი მმართველების პირობებში,”-წერს ზახაროვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.