ლეიბორისტების აქცია ნარმანიას წინააღმდეგ

დავით ნარმანიას განცხადებას, რომ თბილისში გზებზე ორმოები აღარ არსებობს, ახალგაზრდა ლეიბორისტები აქცია–პერფორმანსით გამოეხმაურნენ. დედაქალაქის მერიის წინ შეკრებილებმა ის ფოტოები გამოფინეს, სადაც გზებზე არსებული მდგომარეობაა დაფიქსირებული. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქმით, მათი აქციის მიზანი თბილისის მერისთვის ქალაქში რეალურად არსებული ვითარების ჩვენება იყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.