„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ – 26 მაისს ქორწინების მოწმობები ამ წარწერით გაიცემა

2017 წლის 26 მაისს დაქორწინებულ მოქალაქეებზე გაიცემა ქორწინების მოწმობა, რომლის ყდის პირველ გვერდზე ოქროსფერი ჩარჩოა დატანილი.
„ამავე გვერდის ცენტრში არის ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა”, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში. ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“, ხოლო მოცემული ტექსტის ქვემოთ – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.
გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი. ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო“ – ვკითხულობთ ბრძანებაში.

შესაბამის ბრძანებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ მოაწერა ხელი.

წყარო: bpn.ge

Comments
Loading...