ლელა კილაძე ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს

„კვირის ქრონიკა“ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ყოფილი მეუღლის, ლელა კილაძის ცხოვრების შესახებ, სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.

აი, რას გვიყვება ლელა კილაძის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია:

“ყველაფერში დამნაშავე ლელას ცხოვრების სტილია. დიდი ხანია, ის და თბილისში კარგად ცნობილი ერთ-ერთი ოჯახის დედისერთა შვილი­ ყველგან ერთად დადიოდნენ და ახლო ურთიერთობას არც მალავდნენ… მათი სამეგობრო წრე ხშირად იკრიბებოდა, მთელი ღამის განმავლობაში “გუგუნებდნენ”, სვამდნენ… ლელას ამგვარი ცხოვრების სტილის გამო პრობლემებიც დაიწყო. მაგალითად, ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევდა. ამის გამო დედამისმა ლელა ოთხი დღით სახლშიც­ გამოკეტა, მაგრამ… როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ორთაჭალაში, ერთ-ერთ კაფეში, რომელიც კილაძის მეგობარს ეკუთვნის, ჩვეული “გუგუნისას”, როგორც ამბობენ, ლელას მსუბუქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მოუვიდა. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. კილაძის ახლობლები დილის 6 საათზე მიცვივდნენ კაფეში, ლამის კარი ჩამოიღეს ბრახუნით. როცა ლელა ამ დღეში ნახეს, ძალიან გამწარდნენ. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ უგულავასთან ციხეში მეგობრები მივიდნენ და ყველაფერი უთხრეს… ურჩიეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიეღო. უგულავამაც მიიღო გადაწყვეტილება და კილაძეს ოფიციალურად გაშორდა. რაც შეეხება კილაძეს, ის დავით კეზერაშვილმა სასწრაფოდ ინგლისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ყველა ხარჯს “კეზერა” ფარავს…”

wyaro http://www.alia.ge/

Leave A Reply

Your email address will not be published.