Lemonde: სააკაშვილის გამაოგნებელი რენესანსი უკრაინაში

ფრანგულმა ჟურნალმა Lemonde ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ავტორი სააკაშვილის ოდესაში გუბერნატორის მიერ განხორციელებულ იდეებსა და გეგმებზე საუბრობს. სტატიაში საუბარია საქართველოზეც, ჟურნალთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს: „იქ ჩვენ საოცრებებს ვაკეთებდით. ყველაფერი შესაძლებელი იყო. აქ ცოტა რამ თუ შეგვიძლია.“

“მას შემდეგ რაც თბილისიდან უკრაინაში გადმობარგდა მის ხასიათში არაფერი შეცვლილა. ისევ სულ სადღაც ეჩქარება და გარბის. აი, უკვე ვერტმფრენის ბორტზეა, რომელიც მას ოდესის ოლქის დასავლეთ საზღვრისკენ მიაქანებს, სადაც ავტომობილით მისვლა ცუდი გზების გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენ დიალოგს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის პირქუშ შენობაში ვაგრძელებთ.

„რუსები ფიქრობენ, რომ ოდესა მათ ეკუთვნით. თუ აქ გავიმარჯვებ ეს პუტინის დამარცხება იქნება“, – სააკაშვილის უკრაინაში დამკვიდრება თანდათანობით ხდებოდა. არჩევანი შეზღუდული იყო.

საქართველოში სააკაშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ვენდეტა წამოიწყო. სასამართლომ ფინანსურ მაქინაციებსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ცოტა ხანს აშშ–ს შეაფარა თავი მერე უკრაინაში მაიდანზე შეკრებილ რევოლუციონერებს ამხნევებდა, როცა ეს უკანასკნელნი ხელისუფლებაში მოვიდნენ, სააკაშვილი პოროშენკოს მრჩეველი გახდა. ის დარწმუნებულია, რომ „მაიდანმა სიკვდილისაგან იხსნა“. 2013-ში აშშ–ში გატარებული დრო ცუდ მოგონებებად დარჩა.

“მე ვცხოვრობდი, როგორც ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანი დავდიოდი რესტორნებში, კაფეებში, მაგრამ ეს არ იყო საინტერესო. მემუარების წერა ვცადე, მაგრამ ესეც მომბეზრდა. სამი თუ ოთხი თვე ვილიამსბურგში ჰიპივით ვცხოვრობდი, წვერი მოვუშვი. ეს იყო ყველაზე ცუდი დროება ჩემს ცხოვრებაში“.

როგორც ის ყვება პოროშენკომ თადაპირველად ვიცეპრემიერის პოსტი შესთავაზა, მაგრამ უარი უთხრა. სანცვლოდ შავი ზღვის ნაპირზე დამკვიდრება მოითხოვა. “ფსონი, რომელიც დავდე ცდება ამ ქალაქს და რეგიონს. უნდა ვანახო მთელ უკრაინას და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეს, რომ ცვლილებები შესაძლებელია,“ „ოდესა ის ქალაქია, რომელიც რუსებს თავისად მიაჩნიათ. ყოველ კვირას ჩემ ფეისბუქზე მილიონზე მეტი რუსი შემოდის. თუ აქ წარმატებას მივაღწევ ეს იქნება პუტინის მარცხის დასაწყისი.“

სააკაშვილისთვის კრემლთან ბრძოლა არ დასრულებულა. საქართველოში საბჭოთა წარსულთან მან „ცივილიზებული ბრძოლა“ წამოიწყო, რამაც მას ქვეყანაში დიდი ყოვლისმომცველი რეფორმებსკენ უბიძგა. დაიწყო ქვეყნის მოდერნიზაცია, კორუფციასთან ბრძოლა. 2008 წელს რუსეთთან დაპირისპირება ღია ფაზაში გადავიდა. საქართველომ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. პოსტრევოლუციურ უკრაინაში სააკაშვილს აქვს მებრძოლისა და რეფორმატორის დიპლომი.

ოდესა იმიტომ აირჩია,რომ აქ ბევრი სირთულეებია. ოდესა მეთვრამეტე საუკუნეში ეკატერინე II-მ დაარსა.ქალაქს ხშირად უცხოელები მართავდნენ, მათ შორის დიუკ დე რიშელიე და გრაფი დე ლანჟერონი. პორტის წყალობით ოდესა ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქი გახდა რეგიონში.

“ეს არის ევროპა, ნამდვილი ევროპული კულტურით, თუმცა აქ ყველაზე ცუდი გზები და ყველაზე ცუდი ჩინოვნიკებია მთელს ევროპაში.“

2014 წლის გაზაფხულზე ქალაქის ერთი ნაწილი სეპარატისტული მოძრაობის ეპიცენტრი გახდა. დაიღუპნენ ადამიანები. დნესტრისპირეთთან , მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონთან და ყირიმთან სიახლოვე ქალაქს უდიდეს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს იმ მიზეზების ერთი ნაწილია, რატომაც სააკაშვილმა აქ ბრძოლის გამართვა გადაწყვიტა. მისი ამოცანაა კორუფციის, რეგიონის განგრენის და ბიუროკრატიის დამარცხებაა.“ეს ქალაქი კორუფციის, ქურდების დაკონტრაბანდისტების ცოცხალი ძეგლია“.

ახალი პოლიცია, რომელმაც უკვე მთლიანად ჩაანაცვლა ძველი, უკრაინის ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და პრინციპული წარმატებაა. ყურებამდე გაღიმებული სააკაშვილი ოთახიდან ოთახში გადადის, ესალმება, ხუმრობს, ტირის… ოთახში ცოტახნით პოლიციის ვარჯიშს უყურებს. შემდეგ ისევ დაჯილდოების ცერემონიაზე ბრუნდება.

სააკაშვილი პატარა გუნდით ყოველთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. გუბერნატორი ქალაქ რენთან მშენებარე საბორნე გადასასვლელის სანახავად მიიჩქარის. გზაში ხშირად აჩერებს ავტომობილი. გადმოდის ვიღაცას ხელს ართმევს, ხუმრობს ისევ მანქანაში ბრუნდება და ასე რამდენჯერმე. როგორც იქნა, მივედით. გზაში გონება უნათდებადა და ექსკავატორზე დაჯდომას ითხოვს. აი, გუბერნატორი ექსკავატორით მიწას თხრის … მშვენიერი სურათი გამოვა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ ღვთისგან მივიწყებულ კუთხეში არცერთი გუბერნატორი არ ყოფილა. როგორი იქნება წყლის გადასახადი ვინ გაიტანს ნაგავს? კითხულობს ხალხი. სააკაშვილი ფორმაშია, ის ყველაფერს მაფიას, ჩინოვნიკებს და კორუმპირებულ ადმინისტრაციას აბრალებს. ერთ-ერთმა ქალბატონმა სააკაშვილს მერიის მაღალჩინოსნის უყურადღებობა შეშჩივლა. სააკაშვილმა ტელეფონი ამოიღო და რეკავს. „თქვენ, მე საკითხის მოგვარებას დამპირდით, რაშია საქმე?“

„კარგია, იცოდე რას აკეთებ და ბევრი აკეთო, რაც იცი“ – ეს სააკაშვილის ბრენდია. გახდა თუ არაგ უბერნატორი მალევე დაიწყო თავისი „ჰიტების“ გამრავალფეროვნება. მიშა ავტობუსში, მიშა ველოსიპედით. აგერ, ჩინოვნიკებს და მოსამართლეებს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ამტვრევს ერთ-ერთი ჩინოვნიკის კერძო საკუთრების ღობეებს.

მას კრიტიკოსებიც ჰყავს. შეუსრულებელ და ნაჩქარევ დაპირებებს ახსენებენ, პოპულიზმში ადამანაულებენ. ოდესაში ჩამოსვლიდან 2 თვეში განაცხადა, რომ კანონიერ ქურდებს და მაფიოზებს ქალაქს დაატოვებინებდა, – ეს კი მის უფლებამოსილებას აღემატება.“როცა რაღაცის მიღწევა გვინდა, ჩვენ ამას საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ვახერხებთ. საზოგადოებასთან, მასასთან კავშირი ჩვენი მთავარი იარაღია“.

დიდი რევოლუციის მოლოდინში სააკაშვილი თავის რეგიონში პატარ-პატარა გამარჯვებებს აღწევს. როცა წინააღმდეგობებს აწყდება პრეზიდენტს იმედი აქვს, როცა პროცესები ისე არ ვითარდება, როგორც მას სურს გუბერნატორი ძალის დემონსტრირებას იწყებს. 16 ოქტომბერს საკანონმდებლო ბაზის ავლით, მაგრამ პრეზიდენტის მხარდაჭერით, ოდესაში ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრი გახსნა. დაახლოებით ისეთი როგორიც საქართველოში იუსტიციის სახლებია.

სააკაშვილის გუნდი ოდესაში მაიდნის აქტივისტებისა და ყოფილი ქართველი ჩინოვნიკებისაგან შედგება. სააკაშვილი აქაც იმ მეთოდებს იყენებს, რასაც ყველაზე უკეთ ფლობს. ერთი ხელის მოსმით გაანთავისუფლა 26 ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელობა, ოდესაში მარტო თავისი ადმინისტრაციაში კი 400 თანამშრომელი.

„ვინც დარჩა, იმათგან მხოლოდ 40-მა იცის მუშაობა. ახალი თაობაა საჭირო. 100-200 ევროდ წესიერი და პატიოსანი ადამიანი აქ არ იმუშავებს“. არსებულ სიტუაციაში ყველა რეფორმა როგორც ჰომერული ბრძოლა ისე აღიქმება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ილიჩევსკის პორტი. ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო არტერია, სადაც მაიდნის სიოს ჯერ არ მიუღწევია. გაუვალი ბიუროკრატია. გართულებული საბაჟო პროცედურები, კონტრაბანდა, მილიონობით ევრო, რომელიც ბიუჯეტის გვერდის ავლით ვიღაცეების ჯიბეში მიედინება. იმისათვის რომ კონტეინერი მოგონილი მიზეზით პორტში არ შეიყვანონ 4500 ევრო უნდა გადაიხადო.

“ეს შემოსავლიანი ბიზნესია, რომელიც ამ ბიზნესის მფლობელებს საშუალებას აძლევს მოისყიდონ დეპუტატები, მოსამართლეები და პოლიციელები“ თავის უფლებამოსილების მიღმა სააკაშვილი საჯაროდ ითხოვდა პორტის დირექტორისა და მთავარი მებაჟის გაშვებას. სააკაშვილი ამ ბრძოლაში აქტიურად იყენებდა თავის განუყრელ კორტეჟს, სატელევიზიო კამერებს. სააკაშვილს არ აქვს ფუჭი გასროლის უფლება, სხვაგვარად ის აღარ იქნება სააკაშვილი. საბაჟოს უფროსად მან თავისი უახლოესი თანამებრძოლი, 26 წლის იულია მარუშევსკაია დანიშნა. მებაჟეები აღარ აიღებენ ქრთამს, – იმედი აქვთ ადგილობრივებს.

რამდენ ხანს დააკმაყოფილებს ოდესა სააკაშვილის ამბიციებს. კონფლიქტმა უკრაინის პრემიერთან, იაცენიუკთან, რომელსაც ოლიგარქების ჯარისკაცების ჯარისკაცი უწოდა გააჩინა ეჭვი, რომ სააკაშვილი სწორედ იაცენიუკის სავარძელს უმიზნებს. სააკაშვილი განსაკუთრებით ფრთხილია, როცა თავის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს, თუმცა იმედგაცრუებას უკრაინული საზოგადოების რეფორმებისადმი ინერტული დამოკიდებულებით ვერ მალავს.

არის კიდევ საქართველო, რომელზეც ყოველთვის სიამაყით და ხმაში შეპარული ნოსტალგიური ტონით საუბრობს. სააკაშვილი 47 წლისაა. რა თქმა უნდა ის ოცნებობს ტრიუმფალურ დაბრუნებაზე. ბოლო შეტევა 30 ოქტომბერს განხორციელდა, როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამოართვის პროცედურები დაიწყო. ეს მძიმე დარტყმა იყო. ამ ყველაფერს თან ახლავს ცოტა გულგატეხილობაც. „იქ ჩვენ საოცრებებს ვაკეთებდით. ყველაფერი შესაძლებელი იყო. აქ ცოტა რამ თუ შეგვიძლია.“ – წერს Lemonde

Leave A Reply

Your email address will not be published.