ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება, ფაქტები, წინასწარმეტველება და საიდუმლოები

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს.ლეონარდო მისი მშობლების უკანონო შვილი იყო.იგი ბავშვობიდანვე ხატვით იყო გატაცებული.ხატავდა ყველაფერს,რასაც კი ხედავდა.14 წლის ასაკში ფლორენციაში გადავიდა საცხოვრებლად,სადაც მამამ სამხატვრო სახელოსნოში-ანდრეა ვერიკიოს მიაბარა.1460-1476 წლები ლეონარდომ მის სახელოსნოში გაატარა,იგი უმეტესად თავისით სწავლობდა,20 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო.1487 წელს მან საკუთარი სახელოსნო დაარსა.1482 წელს და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად გადადის მილანში,რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო, მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია,მანვე დაავალა აკადემიის დაარსება,სადაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“- ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი.ცნობილია,რომ თავისი ფერწერული ტილოების შესაქმნელად იგი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში,სწავლობდა ადამიანების სახეებს.1513-1519 წლებში იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში,პავიაში,ბოლონიასა და საფრანგეთში. ეპოქა,რომელშიც ლეონარდო და ვინჩი მორვაწეობდა,იყო „უგვირგვინო მეფეების“:მედიჩის,ვისკონტის,ესტეს ეპოქა.ლეონარდო კი ამ ბრწყინვალე ეპოქის პირმშო იყო.განსაცვიფრებელია მისი ნიჭის უსაზღვრო მრავალფეროვნება.არ დარჩენილა მეცნიერების არც ერთი დარგი,რომელშიც მას თავისი წვლილი არ შეეტანა.მათამატიკა,ფიზიკა,მექანიკა,ოპტიკა,აკუსტიკა,გეოლოგია,გეოგრაფია,ასტროლოგია,ბიოლოგია,სამხედრო და სამოქაკაქო არქიტექტურა-აი,მეცნიერების დარგები,რომლებსაც ამაგი დასდო ამ საპცარმა პიროვნებამ.ლეონარდო და ვინჩი იყო იმ რჩეულთაგანი,რომელთაც შეიძლება ეწოდოთ „უნივერსალური ადამიანი.“

სიყვარულით აღსავსე თვალებით უყურებდა ლეონარდო გარემოს.თანამედროვე გადმოცემით,იგი ხშირად დადიოდა ბაზარში,სადაც მის ყურადღებას იპყრობდნენ ნაირ-ნაირი ფრინველები.იგი ყიდულობდა ფრინველებს მხოლოდ იმისათვის,რომ გაეხსნა გალიის კარი,გაეთავისუფლებინა ისინი და დამტკბარიყო მათი თავისუფალი ნავარდით.
ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ლეონარდომ არც ისე ბევრი ფერწერული ნაწარმოები შექმნა.მათი უმეტესი ნაწილი დაიღუპა.ბევრი სურათი დაუმთავრებელი დარჩა,ამდენად,გენიალური ლეონარდოს რეალური მხატვრული მემკვიდრეობა, ძალზე უმნიშვნელოა მისი შემოქმედების განუზომლად დიდ მხატვრულ-ისტორიულ მნიშვნელობასთან შედარებით. იგი ვერ ასწრებდა დაწყებული სამუშაოს დამთავრებას,რადგან სწრაფად აღწევდა საწადელს,მიღწეული მას აღარ აინტერესებდა.ყოველი ნაწარმოები მისთვის მხოლოდ საფეხური იყო შემდგომი მხატვრული ამოცანების გადასაწყვეტად. მის შემოქმედებას მიეკუთვნება: „მადონა ლიტა“, „მონა ლიზა“ იგივე „ჯოკონდა“, „საიდუმლო სერობა“, „მადონა ბენუა“, „ნათლისღება“, „დიდი კოლოსი“, „მადონა მღვიმეში“ და სხვ.
ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა,იგი ერთდროულად მხატვარი,სკულპტორი,მოქანდაკე,მუსიკოსი,ანატომი,არქიტექტორი,მეცნიერი და ინჟინერი იყო. და ვინჩი 1519 წელს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი,ყველაფერში გენიალური. ლეონარდო შთამომავლობისთვის ბრძენ მოხუცად, „ღვთაებრივ ლეონარდოდ“ დარჩა.მის შესახებ მისი ერთგული მოსწავლე და მეგობარი, ფრანჩესკო მელცი წერდა: „ბუნებას არ შესწევს ძალა,შექმნას კიდევ ერთი ასეთი ადამიანი.“ ჯორჯო ვაზარის შეხედულება კი დღესაც ჟღერს მთელი თავისი აქტუალობით: „იგი შემქმნელია იმ „თანამედროვე მანერისა“, რომელსაც გამოარჩევს ნახატის ძალა და გამბედაობა. მას ახასიათებს ბუნების ყველა დეტალის უნატიფესი მიბაძვა,უკიდურესი მოწესრიგებულობა,პროპორციების სიზუსტე,ღვთაებრივი გრაცია; საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მას შეეძლო მიენიჭებინა ფიგურებისთვის მოძრაობა და სუნთქვა.“

გავეცნოთ ლეონარდო და ვინჩის წინასწარმეტყველებებს:

1)დავინახავთ როგორ გაგლეჯს ლომის მოდგმა მიწას თავისი ბრჭყალებით და ამოთხრილ ორმოებში დაიმარხავს თავის თავს იმათთან ერთად ვინც მას ემორჩილება.
გასკდება მიწა,ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები.ისინი გასაოცარი ნახტომებით მიესევიან ხალხს და მხეცური ჯიჯგნითა და სისხლის ღვრით შეჭამენ მათ.
ჰაერში იფრენს ფრთოსანი ბოროტი ჯიში,ისინი მიესევიან ხალხსა და ცხოველებს და მათით გამოიკვებებიან შემზარავი კივილით.

2)დავინახავთ,როგორ გადმოედინება სისხლი ხალხის დაფლეთილი სხეულიდან.
ადამიანები ისე ცუდად იქნებიან,რომ თავისივე ხელებით მოიქავებენ წყლულებს და თავის თავს ავნებენ.
მცენარეები ფოთლების გარეშე დარჩებიან,ხოლო მდინარეები დინებას შეწყვეტენ.
წყალი ამაღლდება მაღალ მწვერვალებამდე და ისევ დაეხეთქება ადამიანთა საცხოვრისს.
ადამიანები თავის სანოვაგეს გადაყრიან,იმიტომ,რომ ის სიკვდილი იქნება.


3)მე ვხედავ ხალხს,როგორც ქალებს,ასევე კაცებს,გაკოჭილებს ძლიერად ხელფეხში,რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმით და სანუგეშოდ მხოლოდ ერთმანეთის ცრემლიანი ბღავილიღა დარჩენიათ (ალბათ ბაგაში გახვეულ ბავშვებზეა საუბარი).

4)ბევრი იქნება ისეთი,რომელსაც არც თავისი წარსული და არც ვინაობა ახსოვს.ისინი იწვებიან ნახევრად-მკვდარ ხალხთან და ეძინებათ ფრინველთა ფრთებზე.

5)ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკება ქვეყნიდან ქვეყანაში,ისე რომ მათ ხმას ვერც გაიგონებენ (წერილებზეა ალბათ საუბარი).

6)თუკი ადრე იყო დრო,როდესაც ქალიშვილებს თავი უნდა დაეცვათ კაცებისაგან ქორწილამდე,შემდგომში აუცილებელი იქნება,მშობლებმა ფული გადაუხადონ კაცებს,რომ ისინი დაწვნენ მათ ქალიშვილებთან (მზითევზეა საუბარი,როგორც ჩანს).

7)ხალხი ივლის და არ იმოძრავებს,ილაპარაკებს იმასთან ვინც არ არის,გაიგონებენ მის ხმას,ვინც არ ლაპარაკობს (ძილია ალბათ ეს).


8)თვალსაჩინო იქნება ფორმები და ფიგურები ცხოველებისა და ადამიანებისა,რომლების დასდევენ ამ ადამიანებსა თუ ცხოველებს.ისინი მათ იქ გაყვებიან სადაც წავლენ,მაგრამ გასაკვირი ის ფორმები იქნება,რომლებშიც გადავლენ ფიგურები.

9)ადამიანთა მოდგმა იქამდე მივა,რომ ერთი ადამიანი ვერ გაარჩევს მეორეს საუბარს – უფრო სწორედ გერმანელი თურქისას.

10)ადამიანები დაინახავენ,თუ როგორ განადგურდება და დაიმსხვრევა მათი ნამოქმედარი და ნამუშევარი.

11)დაიღუპება უამრავი უადამიანი,ხოლო მიწაში იქნება უამრავი ორმო.

12)მხეცების ტყავი გამოიყვანს ადამიანს მდუმარებიდან და მიიყვანს ლანძღვამდე და ჩხუბამდე.

13)შესამჩნევი იქნება,როგორ გადაწყვეტს მკვდრის ძვალი მისი მამოძრავებლის სიცოცხლეს.

14)წყალი იქნება აშკარა მიზეზი უამრავი სიცოცხლის დაღუპვისა და ქალაქების დატბორვისა.

15)შიმშილის გამო ხალხი აიტანს დარტყმას,ლანძღვას,გინებასა და ჩხვლეტას.


16)ძნელი შესამჩნევი არ იქნება,თუ როგორ ებრძვიან უშველებელი გველები არანაკლები ზომის ფრინველებს.

17)ტყე დაბადებს ნაშიერს,რომელიც იქნება მისი სიკვდილის მიზეზი (შეიძლება აქ ცულის ტარი იყოს ნაგულისხმევი ) .

18)მკვდართა მოძრაობები ბევრ ადამიანს აიძულებს ტირილსა და ყვირილს.

19)შესამჩნევი იქნება თუ როგორ მიჰყავთ მკვდრებს ცოცხლები აქეთ-იქით.

20)ჭაობები და წუმპეები იმხელა იქნება,რომ ადამიანები ხეებზე ივლიან.

——————————————————————————
——————————————————————————

საინტერესო და ბევრისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტები მის შესახებ:

#1 ფრინველების სიყვარული
ლეონარდო და ვინჩის ძალიან უყვარდა ფრინველები. იგი ყიდულობდა გალიაში ჩაკეტილ ჩიტებს, რათა შემდეგში ისინი გაეთავისუფლებინა.

#2 პროფესიონალი მრავალ დარგში
ის არამარტო მხატვარი იყო, არამედ იყო მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი, მწერალი, მუსიკოსი და ა.შ. ფაქტიურად მის ცოდნას საზღვრები არ ჰქონდა.

#3 ოცნება გაფრენაზე
იგი დაინტერესებული იყო ფრენით, მას უნდოდა რომ ადამიანებს ეფრინათ ჩიტებივით. ამიტომ ლეონარდო აკვირდებოდა ჩიტებს და ცდილობდა შეემუშავებინა მფრინავი აპარატის მოდელი. მან შექმნა ჩანახატები, მისი მფრინავი აპარატის მოდელის ჩანახატები ძალიან ჰგავს თანამედროვე პლანერებს.

#4 აბსტრაქტული ჩანახატები
ლეონარდოს ფანტაზია პლანერებზე და საფრენ აპარატებზე არ ჩერდებოდა. მას ეკუთვნის პირველი კალკულატორის იდეა, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტების, საბრძოლო მანქანების, წყალქვეშა ნავების და ა.შ. ლეონარდო და ვინჩს იმ დროინდელი ხალხი მომავლიდან მოსულსაც კი უწოდებდა. 2000 წლის დეკემბერში სკაიდაივერი ედრიან ნიკოლასი სამხრეთ აფრიკაში დაეშვა ლეონარდოს დიზაინის მიხედვით შექმნილი პარაშუტით.
ასე გამოიყურებოდა მისი ტანკის ჩანახატი:

#5 ანატომია
იგი ადამიანის სხეულის შესწავლის ექსპერტი იყო. იგი იყენებდა მის გამოკვლევებს, რათა შეექმნა ნახატები. ამ მხრივ მისი ცნობილი ნამუშევარია ვიტრუვიანელი ადამიანი. ნახატი აღწერს ადამიანის, კერძოდ კი მამაკაცის პროპორციებს.

#6 მონა ლიზა და სხვა ცნობილი ნამუშევრები

ამბობენ, რომ მონა ლიზას ტუჩების დახატვას, ლეონარდომ 10 წელი შეალია. მეცნიერების გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ მონა ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და 2% სიბრაზე.
1994 წელს კომპანია “Microsoft”-ის დამაარსებელმა, ბილ გეითსმა ლეონარდო და ვინჩის “ლესტერის კოდექსი” 30.8 მილიონ დოლარად შეიძინია. “ლესტერის კოდექსის” წაკითხვა მხოლოდ სარკის დახმარებითაა შესაძლებელი. “ლესტერის კოდექსში” წერია ლეონარდოსებრი განმარტებები, რაც ეხება წყლისა და მთვარის მოძრაობას. ასევე აქ წერია ლეონარდოს სხვა მრავალი აღმოჩენებისა და სამეცნიერო ნამუშევრების შესახებ.

#7 მისი მოსაზრებები სინათლეზე
ლეონარდო იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ცა არის ლურჯი, რადგან ჰაერი ასე ფანტავს სინათლეს. ასევე იგი მიხვდა, თუ რატომ ჩანდა ხანდახან მთვარის მხოლოდ გარკვეული ნაწილი.

#8 სარკისებრად წერა
იგი სპეციალურად უკუღმა წერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაწერების წასაკითხად სარკე დაგჭირდებათ. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მას საკუთარი ნამუშევრების საქვეყნოდ გავრცელება არ სურდა.
ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ მას შეეძლო ერთი ხელით წერა, ხოლო მეორე ხელით კი ხატვა.

#9 საზოგადოებისგან გამორჩეული
მას მომავლიდან მოსულს ტყუილად არ ეძახდნენ. იგი ვეგეტარიანელი იყო, ეს კი იმ ერისთვის საკმაოდ უცნაური და უჩვეულო ფაქტი იყო. ის გამოირჩეოდა ჰუმანური ქმედებებით.
ასევე გეტყვით, რომ იგი არ ყოფილა მდიდარი, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს მაინც ეხმარებოდა. იმ დროს ფურცელი ძვირი ღირდა, ამიტომ ერთ ფურცელს რაც შეიძლება ბოლომდე ავსებდა ეკონომიის მიზნით.

#10 საიდუმლო სერობა


ეს ფაქტი ყველაზე მეტად მხიბლავს და არ შემიძლია 2-3 წინადადებით შემოვიფარგლო. წარმოგიდგენთ ისტორიას, თუ როგორ დაიხატა საიდუმლო სერობის პერსონაჟები.
ეს ისტორია ნამდვილად საინტერესო და ყურადსაღებია.
12 მოციქული და თვითონ იესო ქრისტე დახატულია რეალური ადამიანების სახეების მიხედვით.
როდესაც და ვინჩიმ გადაწვიტა ამ შედევრის დახატვა, მან ასობით ადამიანის სახე დაათვალიერა. იგი ეძებდა სახეებს რომლებიც განასახიერბდნენ უმანკოებას, სილამაზეს. სახეებს რომლებსაც არ ჰქონდათ შრამები და არ ეტყობოდათ დამძიმება ცოდვებისგან.
ეს ძებნა რამოდენიმე კვირა გაგრძელდა. საბოლოოდ ქრისტეს დასახატად და ვინჩიმ აარჩია 19 წლის ახალგაზრდა. მან მის სახეში ქრისტეს სათნოება და უმანკოება დაინახა. ეს ახალგაზრდა მომღერლების გუნდის წევრი იყო. 6 წლის განმავლობაში შრომობდა ლეონარდო ნახატის დასასრულებლად. მან 11 მოციქული წარმატებით დახატა. ახლა დრო იყო დაეხატა მე-12 მოციქული. ეს იყო იუდა, თვით ბოროტება, ვინც იესო 30 ვერცხლის მონეტაში გაცვალა. მრავალი კვირა ეძებდა და ვინჩი იუდას შესაფერისს ადამიანს. ბოროტებით და ცოდვებით ავსებულ სახეს. ეძებდა ისეთ პერსონაჟს, რომლის შეხედვისთანავე მიხვდებოდი, რომ იგი თავის საუკეთესო მეგობარსაც გაყიდდა.
მრავალი ძებნის შემდეგ, და ვინჩიმ მიაგნო პატიმარს, რომელიც რომის საპყრობილეში იყო დამწყვდეული და სიკვდილით დასჯას უპირებდნენ ჩადენილი დანაშაულების გამო. და ვინჩი ჩავიდა რომში. დაინახა თუ არა ეს ადამიანი, მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ამას ეძებდა იგი… ეს შესანიშნავი მოდელი იყო იუდას დასახატად.
მეფის სპეციალური ბრძანებით, ეს ადამიანი მილანში წაიყვანეს, სადაც ლეონარდომ თავისი ნახატი საბოლოოდ დაასრულა. როდესაც მან ჩანახატის ბოლო შტრიხები დაასრულა, სადაც ეს ადამიანი იყო აღბეჭდილი, უბრძანა მცველებს, რომ პატიმარი უკან წაეყვანათ საპყრობილეში. ამ დროს პატიმარი დაუსხლტა მცველებს, მივარდა და ვინჩის და უთხრა:
“ო, და ვინჩი, შემომხედეთ! ნუთუ ვერ მიცანით?”
და ვინჩიმ უპასუხა:
“არა, მე თქვენ არასოდეს მინახიხართ, სანამ რომის საპყრობილეში არ გიხილეთ პირველად.”
პატიმარმა ცისკენ აღაპყრო თვალები და თქვა:
“ო, ღმერთო, ნუთუ ასე დავეცი?”
შემდეგ მტირალი სახით მიუბრუნდა ლეონარდოს და უთხრა:
“ლეონარდო და ვინჩი! კიდევ ერთხელ შემომხედე! მე ის პიროვნება ვარ, ვინც შენ 7 წლის წინ გამოიყენე ქრისტეს ფიგურის დასახატად!”
ეს მართალია. ლეონარდომ იესოსა და იუდას დასახატად ერთი პიროვნება გამოიყენა.

Leave A Reply

Your email address will not be published.