ლეონარდო დი კაპრიოს გმირს დათვი ორჯერ აუპატიურებს

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ახალ ფილმში „The Revenant“, ლეონარდო დი კაპრიოს გმირი ჰიუ გლასი დათვის მხრიდან ორჯერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ინფორმაცია ფილმის ამ სკანდალური დეტალის შესახებ დახურული ჩვენების შემდეგ გახმაურდა და ეს ინფორმაცია გამოცემა „daily mail“-მა გამოაქვეყნა.
ინიარიტუს ფილმი მაიკლ პანკეს 2003 გამოქვეყნებული რომანის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც თავის მხრივ 19 ს-ში მოღვაწე კოლონისტის და მონადირის ჰიუ გლასის ბიოგრაფიას მოგვითხრობს. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ლეონარდო დი კაპრიო ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ ნომინანტებს შორის შეიყვანა. ფილმის „The Revenant“-ის მსოფლიო პრემიერა 25 დეკემბერს შედგება.

Leave A Reply

Your email address will not be published.